სხვა ფოტოები უჩვეულო იაპონიიდან, სადაც საავადმყოფოში რესტორნის მსგავსად გკვებავენ, ადამიანებს რობოტები ემსახურებიან 11 მარტი, 15:17 ![]() იაპონია არ არის უდიდესი სახელმწიფო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნამდვილად არის. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამზარეულოს, მდიდარი და უნიკალური კულტურის, განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზის და გამორჩეული არქიტექტორის სამშობლო - ამ კუნძულოვან ქვეყანას ნამდვილად აქვს ეს ყველაფერი. თუ უყურებთ ანიმეს, გიყვართ კარაოკე, მიირთმევთ სუშის ან ატარებთ იაპონურ ავტომობილს, მაშინ იაპონურმა კულტურამ თქვენზე გავლენა მოახდინა. თუ ჯერ კიდევ არ გქონიათ ამ საოცარი ქვეყნის მონახულების საშუალება, დაგეხმარებით იგრძნოთ მისი ატმოსფერო, გაჩვენებთ ფოტოებს, რომლებიც შესანიშნავად გადმოგვცემენ, რამდენად განსაკუთრებულია იაპონია. მაიმუნები ტკბებიან ცხელ წყაროებში ბანაობით ჯიგოკუდანის პარკში იამანუჩიში, ნაგანოს პრეფექტურაში ![]() არარეალური იაპონია ![]() „კონტრასტი ზემოთ აყვავებულ საკურასა და ქვემოთ კობრი კოიებს შორის გასაოცარია“ „იაპონიაში ვიპოვე სწრაფი მომზადების ატრია მარწყვის ტორტის გემოთი“ ![]() „ოსაკას მეტრო ყიდის მაგიდებს, რომლებიც მეტროს ვაგონების კარებისგან დამზადებულია“ ![]() სავარძელი, სადაც შეგიძლიათ ჩასვათ ბავშვი, სანამ სარგებლობთ საზოგადოებრივი საპირფარეშოთი იაპონიაში ![]() „იაპონიაში იყიდება ცხარე ვეიპი, რომელიც გადაძღომას ხელს უშლის“ ![]() შეფუთვაზე ნათქვამია, რომ მას აქვს ცხელი წყლის გემო და ამ პროდუქტის გამოყენება მიზნად ისახავს შიმშილის შემცირებას და დანაყრების შეგრძნებას. პროდუქტზე ინფორმაცია მწარმოებლისგან: „მოწევაზე თავის დანებება სიმსუქნეს იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები უფრო ხშირად ჭამენ, როცა მოწყენილები არიან. რა თქმა უნდა, ეს პროდუქტი არ შეიცავს ნიკოტინს და ფისს, მაგრამ მოწევის შეგრძნება რეალურია, ასე რომ თქვენ არასდროს მოიწყენთ! ასევე, ჭამის სურვილს ამცირებს! გარდა ამისა, შეიცავს კაპსაიცინს, ლ-თეარინს, კატეხინს და საფუარს, რომელიც შესანიშნავია დიეტისთვის“ „ეს სადილებია და არა წიგნები“ ![]() პროდუქტი წარმოადგენს მუყაოს ყუთს შიგნით პლასტმასის პაკეტით. ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში პაკეტიდან ამოღების გარეშე. ეს ადგილი მდებარეობს ოკინავაში და და ფოტოზე თითქმის ყველა კერძი არის კარი. „იაპონურმა გადამზიდმა კომპანიამ, რომლის მომსახურებაზეც უარი ვთქვი, რადგან ჩემს სტუდენტურ ბიუჯეტს აღემატებოდა, გამომიგზავნა 1 კგ ბრინჯი ბოდიშის მოსახდელად, რომ ვერ შემომთავაზა მომსახურება ჩემი საფასო დიაპაზონის ფარგლებში“. ![]() ჭკვიანური მარკეტინგის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ასევე ვირუსულია, რადგან თითქმის შეუძლებელია ვინმეს არ უთხრათ ამ ლოიალური ჟესტის შესახებ. იაპონია უცნაური ადგილია. აქ კომპანიები ბოდიშს იხდიან ფასების ზრდისთვის, ხოლო სარკინიგზო კომპანიები ბოდიშს იხდიან მატარებლების ადრე ან გვიან გაშვებისთვის. თუ მატარებელი 5 წუთზე მეტს აგვიანებს, მგზავრებს ეძლევათ საბუთი, რომელშიც თანამშრომლები სრულ პასუხისმგებლობას იღებენ დაგვიანებაზე, რომელიც უნდა გადაეცეს მათ დამსაქმებელს ან სკოლას. კატებს სძინავთ ჰაჩიკოს ქანდაკების ქვეშ სიბუიას სადგურზე ![]() ერთი შეხედვით, საყვარელი სცენაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. აი, რა დაწერა ამის შესახებ ერთმა მომხმარებელმა: „ეს კატები კარგად არ არიან. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ტოკიოში და ისინი შევამჩნიე: მოთენთილები იყვნენ და დიდ, ხმაურიან და ზედმეტად აღელვებულ ხალხზე არ რეაგირებდნენ. კატებისთვის უჩვეულო ქცევაა. ცოტა დრო ინფორმაციის მოძიებაში დავხარჯე: მათ რაღაც ნივთიერებები აჭამეს, ზოგჯერ ადგილზე აკავებენ მალული თოკებით. მფლობელი მამაკაცია, რომელსაც ათობით კატა ჰყავს, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ასმევს და მთელ ქალაქში პოპულარულ ადგილებში ტოვებს რამდენიმე საათით, საჭმლის, წყლის გარეშე, სიცივესა თუ სიცხეში. ადგილობრივებმა რამდენჯერმე სცადეს საჩივრის შეტანა, მაგრამ როგორც მივხვდი იაპონიაში ცხოველთა უფლებების დაცვის კანონები ან არ არის საკმარისად მკაცრი ან არც ისე კარგად კონტროლირდება, ამიტომ ამის გაკეთებას აგრძელებს. ფულს ან რამეს არ ითხოვს, მოტივაცია უცნობია. სავარაუდოდ, ძალიან გაუწონასწორებელი ადამიანია. გულისამაჩუყებელი სანახაობაა“. თურმე ყველა რობოტს არ სურს ჩვენი სამუშაო ადგილის დაკავება ![]() იაპონურ კაფე Dawn-ში დასაქმებულია რობოტები, რომლებსაც დისტანციურად აკონტროლებენ მძიმე ფორმის შშმ პირები „გასულ თვეში ვაჟი გავაჩინე და აქ არის რამდენიმე კერძი, რომელსაც საავადმყოფოში ვჭამდი“ ![]() „გავიკეთე საკეისრო კვეთა, ამიტომ საავადმყოფოში 8 დღე გავატარე. ჩემი პრეფექტურა ასევე გთავაზობთ შემდგომი მოვლის მომსახურებას დღეში 3000 იენად. გამოვიყენე 5 მათგანი. ჯამში გავატარე 13 დღე საავადმყოფოში. ჩვენ მხოლოდ 300 დოლარი გადავიხადეთ ამ ყველაფერში“ - წერს ქალი. „ტოკიოს კაფეში დავინახე ბუ, რომელიც ამთქნარებდა“ ![]() დიახ, იაპონიაში არის ბუების კაფეები, სადაც შეგიძლიათ დალიოთ სასმელი საყვარელი ბუების გარემოცვაში. იმის გამო, რომ ბუები ღამის და მარტოსული მტაცებლები არიან, ბევრი დარწმუნებულია, რომ ასეთი კაფეები საწყალ ფრინველებს საკუთარი სარგებლობისთვის იყენებენ და რომ ეს ცხოველთა მიმართ ნამდვილი სისასტიკეა“ ამ დროს იაპონიაში ![]() რატომ დგას ირმები შესასვლელთან? მარტივია, ისინი საჭმელს მათხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფოტო გადაღებულია მიაძიმას კუნძულზე (იცუკუსიმა). მამაკაცი ცუკიშიმადან, რომელიც კუს ასეირნებს ![]() „ძალიან საყვარელი იყო კუს დანახვა, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობდა გაჰყოლოდა ბაბუას, რომელსაც არ ჰქონდა საბელი ან რაღაც მსგავსი“ - წერს ფოტოს ავტორი. ალბათ, ერთადერთი შინაური ცხოველია, რომელსაც შეუძლია ჩვენზე დიდხანს იცოცხლოს. ასევე დაგაინტერესებთ: აუროვილი - ქალაქი, სადაც არ არის პოლიტიკა, რელიგია და ეროვნული ნიშნით განსხვავებები 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია 17 საინტერესო ფოტო პორტუგალიიდან, რომლებიც ამ უნიკალურ ქვეყანას უჩვეულო მხრიდან გვაჩვენებს დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე 241 შეფასება არ არის |