x
image
Yoona
Mediator image
ჩარლი ჩაპლინის 15 იშვიათი გაფერადებული ფოტო გადაღებული 1910-30-იან წლებში
ჩაიძირეთ მუნჯი კინოს ეპოქაში ჩარლი ჩაპლინის იშვიათი გაფერადებული ფოტოების ექსკლუზიური ნაკრებით. ეს უნიკალური ფოტოები საშუალებას მოგცემთ ნახოთ ლეგენდარული მსახიობი ახლებურად და იგრძნოთ დროის სული. ჩაპლინი იყო არა მხოლოდ მსახიობი, არამედ ნიჭიერი რეჟისორი, პროდიუსერი და კომპოზიტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინოს განვითარებაში. მისი მაწანწალას როლი, რომელიც აერთიანებს იუმორს სოციალურ კრიტიკასთან, საკულტო გახდა, ხოლო ფილმები, როგორიცაა „დიდი ქალაქის მნათობები“ და „მოდერნ თაიმსი“ რჩება მნიშვნელოვან მიღწევად კინემატოგრაფიის ისტორიაში.



image



სერ „ჩარლი“ ჩაპლინი არის ინგლისელი კომიკოსი მსახიობი, რეჟისორი და კომპოზიტორი, რომელმაც დიდება მოიპოვა მუნჯი კინოს ეპოქაში. იგი ცნობილი გახდა 1915 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მაწანწალა“ შემდეგ. დღეს ეს ფილმი საკულტოდ ითვლება კინოს ისტორიაში. გენიალურმა მსახიობმა 88 წელი იცოცხლა და აქედან 75 წელი ხელოვნებას მიუძღვნა.



image




1919 წელს ჩაპლინმა დააარსა კინოდისტრიბუციის სტუდია United Artists, რამაც საშუალება მისცა თავად ემართა საკუთარი ფილმები. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მუნჯი ფილმი იყო „ბავშვი“ (1921), რასაც მოჰყვა „პარიზელი ქალი“ (1923), „ოქროს ციებცხელება“ (1925) და „ცირკი“ (1928).



image



მაშინაც კი, როდესაც მუნჯი კინო ჩაანაცვლა ხმოვანმა ფილმებმა, ჩაპლინი დარჩა ტრადიციის ერთგული და გადაიღო მუნჯი ფილმები „დიდი ქალაქის მნათობები“ (1931) და „ახალი დროება“ (1936). მსოფლიო ომისკენ მიდიოდა და ჩაპლინის ფილმები სულ უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. 1940 წლის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ადოლფ ჰიტლერის აშკარა სატირა გახდა.



image



1940-იანი წლები ძალიან წინააღმდეგობრივი პერიოდი იყო ჩაპლინისთვის და მისი პოპულარობა მკვეთრად შემცირდა. ჩარლზს ბრალი წაუყენეს კომუნისტურ სიმპათიებში და ანტიამერიკულ საქმიანობაში, ასევე უჩივლეს მანნის აქტის დარღვევისთვის. როდესაც FBI-მ დაიწყო ჩაპლინზე გამოძიება, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა აშშ და შვეიცარიაში გადასახლებულიყო.



image



ჩაპლინის ბავშვობამ ლონდონში სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა. ვინაიდან მამა არ ჰყავდა, ხოლო დედა მხოლოდ რამდენიმე პენს შოულობდა, ბიჭი 9 წლის ასაკამდე რამდენჯერმე მოხვდა ე.წ. სამუშაო სახლში. პირველად სცენაზე გამოვიდა 5 წლის ასაკში და დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო 11 წლის ასაკში უკვე მუშაობდა თეატრის მსახიობად და კომიკოსად. 14 წლის იყო როდესაც დედამისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.



image



19 წლის ასაკში ჩაპლინი მუშაობდა მსახიობად ფრედ კარნოს კომპანიაში, რომელმაც თან წაიყვანა ამერიკაში. იქ ჩაპლინი შენიშნეს კინოპროდიუსერებმა და 1914 წელს ახალგაზრდამ დაიწყო ეკრანზე გამოჩენა Keystone Studios-ის ფილმებში (ერთ წელიწადში მან ითამაშა 35 მოკლემეტრაჟიან ფილმში). მალევე განასახიერა მაწანწალას პერსონაჟი და გადავიდა Essanay-ის სტუდიაში. 1918 წელს ჩაპლინი უკვე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება.



image



ჩაპლინი იყო სცენარისტი, კომპოზიტორი, რეჟისორი, პროდიუსერი და ასევე თამაშობდა მთავარ როლებს თავისი ფილმების უმეტესობაში. იგი იყო პერფექციონისტი და ფინანსური დამოუკიდებლობა საშუალებას აძლევდა წლები დაეხარჯა თავისი ფილმების განვითარებაზე და წარმოებაზე. ჩაპლინის თითქმის ყველა ფილმი არის რაღაც შუალედური ფარსსა და პათოსს შორის.



image



ჩაპლინი, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში სამი „ოსკარი“ მოიპოვა, დღემდე ითვლება ერთ-ერთი უდიდეს მსახიობად და რეჟისორად. ფილმები, როგორიცაა „ოქროს ციებცხელება“, „დიდი ქალაქის მნათობები“, „ახალი დროება“ და „დიდი დიქტატორი“ ხშირად ხვდება ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში.



image


image


image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

ფოტოსესია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა - მადონა და Rolling Stone 1991 წელს

ვარსკვლავების დახვეწილი პორტრეტები ფოტოგრაფიის ოსტატისგან ფაბრიციო ფერისგან

8 კომიკოსი მსახიობი, რომლებმაც ითამაშეს დრამაში და დაამტკიცეს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ

იტალიელი ლამაზმანი შილა გაბელი, სოფი ლორენის დუბლიორი

კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
135
Loading...