x
image
ტორნადო07
10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში

imageწარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნების ტოპ ათეულს.

1)ვატიკანი: დახურული ქალაქი-საქელმწიფო, რომელიც რომის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს. მისი ფართობი სულ რაღაც 44 ჰექტარია. ის დაარსდა 1929 წელს და მას რომის პაპი მართავს. ვატიკანს შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი შენობებით. ოფიციალურად ვატიკანის მოქალაქე დაახლოებით 800 ადამიანია. ყოველდღიურად ათასობით იტალიელი მიდის ვატიკანში სამუშაოდ.image2)მონაკო: რიგით მეორეა ყველაზე პატარა ქვეყნებს შორის. ბოლო წლებში მისი ფართობი გაიზარდა ზღვის დაშრობის ხარჯზე და ეხლა 2.02 კვ. კილომეტრს აღწევს. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობა 30000 ადამიანს აღწევს. image3)ნაურუ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მიკრონეზიაში მდებარეობს. ფართობი 21.3 კვ.კმ. რესპუბლიკა ნაურუ ყველაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა მსოფლიოში. დამოუკიდებლობა მან 1968 წელს მიიღო, თუმცა აბორიგენები აქ 3 ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. ნაურუს არ ჰყავს შეიარაღებული ძალები.

image4)ტუვალუ. ეს ქვეყანაც წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარეობს და 26 კვ. კილომეტრი უჭირავს. ადრე ამ კუნძულებს ელისის კუნძულები ეწოდებოდა. მოსახლეობა 10.5 ათასი ადამიანი. ბუნებრივი რესურსების არარსებობის გამო ტუვალუ სხვა სახელმწიფოების დახმარების ხარჯზე ცხოვრობს.image5)სან-მარინო: მსოფლიოში ყველაზე ძველი დამოუკიდებელი სახელმწიფო. დაარსდა 301 წლის 3 სექტემბერს. სან-მარინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს.image6)ლიხტენშტეინი მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის. მისი ფართობი 160.4 კვ. კილომეტრია. ქვეყანაში უფრო მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული ვიდრე მოსახლეობაა.image7)მარშალის კუნძულები: მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრში, ფართობი 181 კვ.კმ. შედგება ძირითადად კორალური კუნძულებისაგან, მოსახლეობა 62 ათასი. 1986 წელს მიიღო დამოუკიდებლობა აშშ-გან, თუმცა ის მხოლოდ ამერიკს დახმარების ხარჯზე არსებობს. image8)სეიშელის კუნძულები: მდებარეობს მადაგასკარის ჩრდილოეთით ინდოეთის ოკეანეში. შედგება 115 კუნძულისაგან და მოიცავს 455 კვ.კილომეტრს. ქვეყანა ქოქოსისა და ვანილის ექსპორტის ხარჯზე განვითარდა თუმცა მისი მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია.image9)მალდივები: მალდივის რესპუბლიკა ინდოეთის ოკეაეში მდებარეობს და ყველაზე პატარა აზიური ქვეყანაა. ფართობი 298 კვ.კმ, მოსახლეობა 369 ათასი. ქვეყნის დედაქალაქ მალეში ცხოვრობს მოსახლეობის 2/3. მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია.image10)ფედერაცია სენ-კიტსი და ნევისი: მდებარეობს ვესტ-ინდოეთში ატლანტის ოკეანეში. ქვეყანა 2 კუნძულზეა გაშენებული. ეს პირველი კუნძულებია, სადაც ევროპელები დასახლდნენ. შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, თუმცა აქ ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა და ობშირული საბანკო საქმე.image









5
4869
10-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
4869
  
2012, 28 ოქტომბერი, 19:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 28 ოქტომბერი, 19:28
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 28 ოქტომბერი, 19:28
ყოჩაღ შენ....
2012, 28 ოქტომბერი, 19:27
++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 5