x
მეტი
  • 12.03.2025
  • სტატია:140892
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513716
7 ხრიკი ნოტიო და ჰაეროვანი სააღდგომო კულიჩის ცომის მოსამზადებლად

ნოტიო და ჰაეროვანი სააღდგომო კულიჩის გამოსაცხობად, მხოლოდ კარგი რეცეპტი საკმარისი არ არის. რეცეპტი ბევრია და ზოგიერთი, მართლაც რომ იდეალურია... მაგრამ, მთავარი ამ ტიპის ცომეულის ცხობისას, ხრიკებია, რომელიც ყველა დიასახლის საკუთარი აქვს. აქ სწორედ, კულიჩის ცხობის მომზადების დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც, შესაძლოა, არ იცით:


image


№1. კულიჩს "კარგი" ხაში სჭირდება


ვისაც საფუვრიანი ცომი ოდესმე გაუკეთებია, მისთვის ხაში რომ არის საჭიროა, – ყველამ იცის. თუმცა, აქ საუბარი, უბრალოდ, რძის, შაქრის და საფუვრის შერევაზე კი არა – ხანგრძლივი ლოდინის საჭიროებაზე არის, ანუ ხაში კარგად უნდა ამოვიდეს.


№2. შაქრის მინიმალიზება


imageშაქარი, რა თქმა უნდა, როგორც საგემოვნო თვისებებისთვის, ისე ცომის ამოსასვლელადაა საჭიროა. მაგრამ, გაირკვა, რომ შაქარი, როგორც ჰიგროსკოპიული პროდუქტი, ტენიანობისთვის კონკურენციას, გლუტენის ცილებს უწევს. ამიტომ, ცილებს, კარკასის ფორმირებისთვის, აღარაფერი რჩება.

მოკლედ, როგორც ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, შაქრის რაოდენობა, ინგრედიენტების საერთო რაოდენობის, მხოლოდ 15-20% უნდა შეადგენდეს.


№3. კულიჩს კვერცხი "უყვარს", მაგრამ, კვერცხის გული – "ურჩევნია"


კვერცხის ცილა, არსებითად, ემულგატორია – ის ცომის თხევად ინგრედიენტებს აკავშირებს და პროდუქტის ფორმას აუმჯობესებს, ცომს ელასტიკურობას, სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას ანიჭებს.

მაგრამ, უარყოფითი მხარეებიც აქვს: ის ცომს უფრო ფხვიერს ხდის და აშრობს. შედეგად, დაჭრისას, კულიჩი იფხვნება და ნაჭრები იშლება. გარდა ამისა, უფრო მკვრივი და მაგარი სტრუქტურა აქვს.

კვერცხის გული კი, ცომს არბილებს, ხავერდოვანს და ერთგვაროვანს ხდის. ის ასევე, ემულგატორს წარმოადგენს – ცხიმებს და სითხეებს აერთიანებს და ცომის ხარისხს ამაღლებს – უფრო ცხიმიანს, მძიმეს, ფოროვანს ხდის.

გამოსავალი კი ასეთია: რეცეპტში მითითებული კვერცხის რაოდენობიდან, ნახევარი მთლიანად დაამატეთ, მეორე ნახევრის კი – მხოლოდ კვერცხის გული. ამასთან, კვერცხი გული და ცილა გააცალკევეთ და ცილა ცალკე ათქვიფეთ. ის მას შემდეგ დაამატეთ, როდესაც ცომს კარგად მოზელთ.



№4. სააღდგომო კულიჩის ცხიმი


imageცხიმის სახეობას მნიშვნელობა არა აქვს. ზოგი კარაქს ხმარობს, ზოგი მარგარინს, ზოგიც ზეთს – მთავარია, რომ ცხიმი საკმარისი რაოდენობის იყოს, რომ კულიჩი ნოტიო იყოს და მალე არ გახმეს.

ცომი რომ რბილი, მოქნილი, ელასტიკური იყოს და არ იშლებოდეს, კარაქი, ცომის მოზელისას, შუაში უნდა დაუმატოთ, ანუ მას შემდეგ, რაც ყველა ინგრედიენტი უკვე შერეული და ფქვილის ნახევარი უკვე ცომში იქნება.


№5. საჭიროა ცომის "დანამვა"


გამოცდილი დიასახლისები კულიჩის ცომს ყოველთვის კონიაკს, ან რომს ამატებენ, რომ კულიჩი უფრო ნოტიო და ფუმფულა იყოს. ალკოჰოლი ცომში სითხეს აკავებს და მზა პროდუქტს უფრო ფოროვანს ხდის. ცომს შეგიძლიათ დაამატოთ 50-70 მლ. ალკოჰოლი, ან მასში ჩირი ჩაალბეთ, 1–2 სთ–ით ადრე, ვიდრე მას ცომში ჩაამატებთ.


№6. ცომი რამდენჯერმე უნდა ამოვიდეს


imageკულიჩი ფოროვანი და ფუმფულა რომ იყოს, ცომს დიდხანს უნდა ზელა. გარდა ამისა, ის რამდენჯერმე უნდა ამოვიდეს: ერთხელ რომ ამოვა, უნდა მოზილოთ და ისევ დადგათ ამოსასვლელად... და ასე, რამდენჯერმე.


№7. ცომს არ უყვარს ორპირი და ხმაური


ორპირებთან დაკავშირებით, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხმები? – როგორც ამბობენ, როდესაც ირგვლივ სიჩუმე და სიმშვიდე სუფევს, ცომიც უკეთ ამოდის და კულიჩიც კარგი გამოდის. ამიტომ, ვიდრე ცომი ამოდის, კარი ფრთხილად უნდა გააღოთ და დაკეტოთ და სახლში ყველამ უხმაუროდ უნდა იაროს.

სამეცნიერო ახსნა კი ასეთია: ხმა – ტალღაა. ის გლუტენის მზარდ სტრუქტურას ურტყამს და აზიანებს მას. ამიტომ, ნებისმიერი ცომის მომზადებისას, ირგვლივ სიჩუმე უნდა იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქალაქი, რომელმაც სიტყვა "ბიბლია" დაგვიტოვა

* "განხეთქილების ვაშლი" ძველი მსოფლიოს ისტორიის მკვლევრებს შორის

* 7 რეალური ფოტო, რომლის არსებობა ძნელი დასაჯერებელია

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0