საზოგადოებრივი სტალინს დამაჯერებელი მიზეზი ჰქონდა, რომ იაკობი ტყვეობიდან არ დაეხსნა დღეს, 9:13 "ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ვცვლი!" – ეს ლეგენდარული ფრაზაა, რომელსაც სტალინს მიაწერენ. თითქოს, ის მთავარსარდალმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც გერმანულმა სარდლობამ, მას ტყვედ ჩავარდნილი იაკობ ჯუღაშვილის გაცვალა, გერმანელ ფელდმარშალ ფრიდრიხ პაულუსზე შესთავაზა. სტალინისგან ეს ფრაზა არავის მოუსმენია... მაგრამ, ფაქტია, რომ გაცვლა არ მოხდა და ეს, ისტორიულადაც არის დამტკიცებული.
მთავარსარდალმა, მამობრივი გრძნობა დაივიწყა და შვილი გერმანელების ტყვეობაში დატოვა. როგორ შეიძლება ასეთი ქმედების ახსნა? – შესაძლოა, სტალინი ასეთ გარიგებას იმიტომ არ დათანხმდა, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია არ მოეხდინა. გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტალინის უფროსი ვაჟი იაკობი ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარდა. ომის დროინდელი კანონებით, ის სამშობლოს მოღალატედ ითვლებოდა და სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო... თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ უმაღლეს მთავარსარდალს კანონის გვერდის ავლით, ამ საკითხის გაუხმაურებლად მოგვარება არ შეძლო. ბოლოს და ბოლოს, ის მამა იყო და ამგვარი კავშირის გაწყვეტა, ძალიან რთულია.
მისი თქმით, გერმანელების ტყვეობაში იაკობ ჯუღაშვილი არ იყო, რადგან ის იქ, უბრალოდ, ვერ იქნებოდა! სტალინის უფროსი ვაჟი, ომის პირველ დღეებში, ბრძოლის ველზე დაიღუპა და მამამ შვილის გარდაცვალების შესახებ იცოდა. ხოლო, ადამიანი, რომელიც ტყვეთა ბანაკში თავს იაკობ ჯუღაშვილად ასაღებდა, თაღლითი და მატყუარა იყო. რაც შეეხება მტკიცებულებას, გერმანიის სარდლობამ ფოტო წარმოადგინა, რომელზეც კაცი ჩანს, რომელიც იაკობ ჯუღაშვილს ჰგავდა. მაგრამ, უცნაური ის არის, რომ ფოტოზე მას თბილად აცვია, არა და, სურათი აგვისტოს შუა რიცხვებით იყო დათარიღებული. სხვა ფოტოებიც არამკვეთრი და დამონტაჟებულია.
1948 წელს, საქსონიაში, საბჭოთა თარჯიმნებმა საარქივო დოკუმენტები შეისწავლეს, რომელშიც სტალინის შვილის დაკითხვის პირველი ოქმი აღმოაჩინეს. მასში ნათქვამია, რომ დაკავებული, რომელიც საკუთარ თავს იაკობ ჯუღაშვილს უწოდებდა, თავისუფლად ფლობდა სამ უცხო ენას: ინგლისურს, გერმანულს და ფრანგულს. მაშინ როცა, იაკობის საარტილერიო აკადემიის სასერტიფიკატო დოკუმენტში სულ სხვა რამ წერია: იაკობმა სრულყოფილად მხოლოდ ქართული და რუსული იცოდა.
80 წლის შემდეგ, რუსმა სასამართლო ექსპერტებმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კალიგრაფიის სპეციალისტებმა, ექსპერტიზა ჩაატარეს – იაკობის ხელწერა, მამისთვის გაგზავნილ წერილს შეადარეს და 11 შეუსაბამობა აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ იაკობ ჯუღაშვილი ბრძოლის ველზე დაიღუპა და საკონცენტრაციო ბანაკში მისი ორეული იყო... და სტალინმა ამის შესახებ იცოდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |