საზოგადოება
პატრიარქის მოწოდება ქართველ ემიგრანტებს
2012, 28 ოქტომბერი, 18:57
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.
დღევანდელ ქადაგებაში, უწმინდესმა განაცხადა, რომ თავის ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ძალიან ცოდვაა. ამიტომ "უცხოეთში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან საქართველოს ვერაფერი შეედრება"– ბრძანა პატრიარქმა.