სხვა ვინ არიან ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმარი? 2023, 14 იანვარი, 20:59
დღეს, უბედური შემთხვევა მოხდა ვაზისუბანში. ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. კაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი 36 წლის არმენ სარქისოვი და 32 წლის არმინე ვოსკანიანი არიან. მათ 4 წლის შვილი დარჩათ. 66 1-ს მოსწონს
|