იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, სავარაუდოდ, ოთხ წელს ციხეში გაატარებს. როგორც უცხოური მედია იუწყება, სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება ბერლუსკონის კომპანიის მიერ ფინანსური მაქინაციის საქმეზე გამოიტანა. 76 წლის პოლიტიკოსს და მედიამაგნატს სამი წლით სახელმწიფო პოსტის დაკავებაც აეკრძალება. განაჩენის გამოცხადების დროს, ბერლუსკონი სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად არის თუ არა ის საკანში, ცნობილი არაა.
2012 წლის „ფორბსის“ მონაცემებით, ბერლუსკონის ქონება 5, 9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, რამდენჯერმე იქნა მხილებული სხვადასხვა ხასიათის კანონდარღვევებში, თუმცა მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა.