x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გადაიბირა თუ არა კგბ-მ ტრამპი კოდური სახელით "კრასნოვი?"
imageსოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება პოსტები, რომ ტრამპი დიდი ხანია კგბ-ს აგენტია, პირველად მის შესახებ გასულ თვეში ინფორმაცია "ფეისბუქით"გაავრცელა ალნურ მუსაევმა, საბჭოთა და ყაზახეთის უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1987 წელს გადაიბარა კგბ-მ, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა და დაარქვა კოდური სახელი „კრასნოვი“.


მუსაევის პოსტში არ არის მითითებული, მან პირადად გადაიბირა ტრამპი თუ უბრალოდ იცოდა მისი გადაბირების შესახებ და არც იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი აქტიურად იყო ჩართული ჯაშუშობაში თუ უბრალოდ პოტენციური აგენტი იყო.

ტრამპი ნამდვილად ეწვია მოსკოვს პირველ ცოლთან -ჩეხ ივანა მარია ტრამპთან ერთად 1987 წელს, (ფოტოზე)მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ იგი აქტიურად იყო გადაბირებული კგბ-ს მიერ ამ მოგზაურობის ან სხვა დროს.

თუმცა, აქვე ირკვევა, რომ მუსაევის მოკლე ბიოგრაფიაში არის შეუსაბამობა: მუსაევი ამბობს, რომ მუშაობდა კგბ-ს მეექვსე სამმართველოში 1987 წელს, თუმცა მის ონლაინ ბიოგრაფიებში მითითებულია, რომ ის მსახურობდა კგბ-ში 1979 წლიდან 1986 წლამდე, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა.



პრორუსული პოზიციის გამო (აშშ-ს სხვა პრეზიდენტებთან შედარებით)ტრამპზე რამდენიმე წლის წინაც გაისმა ბრალდებები, რომ ის რუსეთის აგენტია - მაგალითად, 2021 წლის წიგნში "American Kompromat" გამოქვეყნდა ინტერვიუ ყოფილ კგბ-ს აგენტთან, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ სააგენტომ ტრამპი აგენტად აიყვანა. თუმცა, ამის მტკიცებულება და კომპრომატები არ არსებობს, შესაბამისად სდუმს ამის შესახებ აშშ-ს გამოძიების ფედერალური სამსახურიც;

image

აი რა ისტორია ვრცელდება ტრამპის შესახებ სოცქსელებში:


41 წლის ტრამპი პირველად მოსკოვში 1987 წლის ივლისში ჩადის, ამერიკაში საბჭოთა კავშირის ელჩის იური დუბინინის მიწვევით... ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც რეიგანი და გორბაჩოვი პირველად შეხვდნენ რეიკიავიკში (1986 წელს) და საბჭოეთში იწყება ე.წ. პერესტროიკა და დემოკრატიზაცია.
ტრამპი მოსკოვში ჩადის ჩეხი ცოლის ივანკა ტრამპთან (ზელნიჩკოვასთან) ერთად, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ კაგებეს აგენტია.
გასათვალუსწინებელია, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ტრამპს მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს: მის უძრავ ქონებაზე ფასები დაეცა, ვალებმა კი იმატეს. ამ მძიმე კრიზისზე და ტრამპზე ანეგდოტიც კი არსებობს:
ტრამპი თავის ნაცნობს ეუბნება: ხედავ იმ კაცს მეხუთე ავენიუს კუთხეში? ის ჩემზე მილიარდნახევარი დოლარით მდიდარია!
- კი, მაგრამ, ეს ხომ ბომჟია?! - პასუხობს ტრამპს ნაცნობი.
- კი, ის ბომჟია, მაგრამ ჩემსავით, მილიარდნახევრის ვალი არა აქვს...
მოსკოვიდან ნიუ-იორკში დაბრუნებულ ტრამპს 16 ბანკის კონსორციუმი აძლევს სესხს, რომლითაც ტრამპი ყიდულობს სასტუმრო პლაზას;
მოგვიანებით, ტრამპს უკვე 22 ბანკის კონსორციუმი აძლევს სესხს, რომლითაც ტრამპი ყიდულობს ავიაკომპანია “ისტერნ აირლაინ შატლს"...
ანუ რა მოხდა ასეთი მოსკოვში, რომ ტრამპს, რომელსაც ბანკები სესხს აღარ აძლევდნენ, უცებ, ასე მიაყარეს უზარმაზარი სესხები?!
როგორც ამბობენ, სწორედ ამ დროს გადაიბირეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა ტრამპი - მას შესთავაზეს ფინანსური უფსკრულიდან ამოძვრომა, საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ მუშაობაზე და ისიც დათანხმდა!
მით უმეტეს, რომ ტრამპს გაპრეზიდენტებაში დახმარება შესთავაზეს...
ანუ ტრამპი მოჩანგლეს, როგორც ქარიზმატული ამერიკელი ბიზნესმენი, რომლისაგანაც შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი გამოიჩორკნოს!
აქ შეიძლება გავიხსენოთ კიმ ფილბის სკანდალი - ის კაგებემ ჯერ კიდევ სტუდენტობისას გადაიბირა და პერსპექტიული ახალგაზრდა, ბრიტანეთის მთავრობის წევრობამდეც კი აღაზევა...
მალე სსრკ დაიშალა და თითქოს კაგებეც გარდაიცვალა. ტრამპმა შეიძლება, ჩათვალა კიდეც, რომ მას რუსი პატრონები აღარ ჰყავს, მაგრამ...
1996 წლის ბოლოსა და 1997 წლის დასაწყისში ტრამპი, სამჯერ ჩადის მოსკოვში. ის ხვდებოდა ბიზნესმენებს ვლადიმერ რესინს და ზურაბ წერეთელს. ტრამპს მოსკოვში ტრამპ თაუერის აშენება სურდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და მოსკოველ მაფიოზებთან თავის ბიზნეს-იდეას ლობირებდა. მაგრამ იდეა ჩავარდა - როგორც ჩანს, ეფესბედ ქცეულ კაგებეს ტრამპის ბიზნეს-იდეების დასაფინანსებლად ფული არ ემეტებოდა, რადგან ჯერ კიდევ ისე მყარად ვერ იდგა ფეხზე, საბჭოთა კაგებესგან განსხვავებით!
მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა: ელცინმა 1998 წლის ივლისში ეფესბეს დირექტორად, პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის ყოფილი თანაშემწე - უსახური კაგებეს პოლკოვნიკი ვლადიმერ პუტინი დანიშნა. პუტინმა თანაშემწედ დაინიშნა (ან დაუნიშნეს) არმიის ყოფილი გენერალი ტერორისტი ფილიპ ბობკოვი, რომელიც საბჭითა კაგებეს შეფის კრიუჩკოვის მოადგილედაც მსახურობდა და საბჭოეთის საგარეო დაზვერვის კურატორი - ანუ ტრამპის კურატორი იყო!
სწორედ, გენერალმა ბობკოვმა მოუყვა პუტინს ყველაფერი ტრამპზე და მასზე დაგროვილი კომპრომატებიც გადასცა!
მოკლედ, ტრამპს მოსკოვიდან შეუთვალეს, აბა, ბიჭუნი, დროა, სცენაზე გამოხვიდეო და ტეამპმაც მოულოდნელად, მიიღო მონაწილეობა ამერიკის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, უშედეგოდ...
მოსკოველმა პატრონებმა ტრამპი მალე მიივიწყეს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ორი ვადით, ჯორჯ ბუში იყო და ალბათ, მიიჩნიეს, რომ რესპუბლიკელ ტრამპს შანსი არ ჰქონდა, რესპუბლიკელი ბუშის მემკვიდრე ჯონ მაკკეინთანაც კი...
2013 წლის ნოემბერში, ტრამპი ისევ მოსკოვში ჩადის - მას ისევ ფინანსური კრიზისი აქვს. ის კროკუს-სიტის საკონცერტო დარბაზში ატარებს “მის სამყაროს" სილამაზის კონკურსს. ტრამპი ამ კონკურსის ჩატარებისთვის, კროკუს სიტის მფლობელის არაზ აგალაროვისაგან 14 მილიონი დოლარის ცეკსა და ახალგაზრდა კონკურსანტებთან ორგიების უფლებას იღებს!
მაგრამ ტრამპმა არც იცოდა, რომ მის ამ ორგიებს ეფესბე იწერდა და მეტიც, არც ის იცოდა, რომ სილამაზის კონკურსის მონაწილეებად წარდგენილ ქალიშვილების ნაცვლად, მათი სახით მიწოდებულ არასრულწლოვნებთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს...
მოკლედ, ტრამპს ახალი გეგმები დაუსახეს - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რუსეთის დიდი ფინანსური თუ ტექნოლოგიური დახმარების პირობებში.
ამ პერიოდისთვის პუტინი უკვე აბსოლუტური მონარქია და მას ამერიკაში, აზიაში თუ ევროპაში შექმნილი აქვს თავისი ე.წ. რუსული ქისების 2 ათასამდე ცენტრი, მილიარდობით დოლარის დაფინანსებითა და მთელ მსოფლიოში ტროლების ქარხანებით გავრცელებული პრორუსული ნარატივებით!
გარდა ამისა, ამერიკაში აქტიურად მუშაობდა რუსული ტვ “რაშა თუდეი" და ამერიკული პროპუტინური ტვ ფოქს ნიუსი...
2015 წლის 25 იანვარს, აიოვაში, რესპუბლიკური პარტიის თავყრილობაზე ტრამპმა საპრეზიდენტო განაცხადი გააკეთა!
და ტრამპმა ე.წ. კონსერვატიული (სინამდვილეში - პრორუსული) ლოზუნგებითა და რუსეთის კოლოსალური საინფორმაციო ტექნოლოგიური მხადაჭერით, არჩევნები მოიგო!
2018 წლის 16 ივლისს, ჰელსინკიში, პუტინისა და ტეამპის პირველი პირადი შეხვედრა შედგა.
ეს შეხვედრა ტეტ-ა-ტეტ, რომელსაც თარჯიმნად მხოლოდ პუტინის დაზვერვის ოფიცერი ესწრებოდა (ანუ ამერიკელი თარჯიმანიც არ დაუშვეს) ორ საათს გაგრძელდა და იქიდან გამოსული ტრამპი ძალიან დათრგუნული გამოიყურებოდა, სამაგიეროდ, პუტინი იყო კარგ ხასუათზე (იხილეთ ეს ფოტო - სტატუსს თან ერთვის)...
ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პუტინმა ყველაფერი შეახსენა ტრამპს, როგორ გადაიბირა ის კაგებემ, როგორ გადაუღეს ვიდეოები არასრულწლოვმებთან ორგიისას, როგორ დაეხმარნენ და რამდენი დაახარჯეს მის გაპრეზიდენტებას...
მაგრამ ტრამპმა 2020 წლის არჩევნები, პუტინის მორიგი დახმარების მიუხედავად, ბაიდენთან წააგო!
პუტინმაც ტრამპს ამერიკაში რევოლუციის მოწყობა უბრძანა და 2021 წლის 6 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციაზე, ტრამპისტების სისხლიანკ შტურმი კონგრესზე სწორედ, ეს იყო... მაგრამ ტრამპის რუსული რევოლუცია ჩაფლავდა!
2022 წლის 24 თებერვალს კი, პუტინი უკრაინაში შეიჭრა! მაგრამ უკრაინელთა მოულოდნელი სასტიკი წინასღმდეგობის გამო, ბლიც-კრიგი ჩაუვარდა და ყველაფერი ხანგრძლივ მომქანცველ და, რაც მთავარია, რუსეთის გამომფიტველ ომში გადაიზარდა!
პუტინისათვის საჭირო იყო უკრაინის დახმარებიდან ბაიდენის ამერიკის ყურადღების გადატანა და ამისთვის მოაწყო პროირანული ჰამასის შეჭრა ისრაელში და იქ ნამდვილი სასაკლაოს მოწყობა - ბავშვების მადობრივი კვლით!
ეს ტერაქტი კი 2023 წლის 7 ოქტომბერს - პუტინის დაბადების დღეს მოხდა!
და ვისაც ჰგონია, რომ ეს შემთხვევითობაა, ძალიან ცდება!
პუტინმა ამ ტერაქტით დიდი დრო მოიგო - უკრაინამ დიდი დაფინანსება და დახმარება დაკარგა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელის დახმარებაზე გადაერთო!
გარდა ამისა, ჰამასის ტერაქტმა კვლავ აქტიური გახადა ტრამპის ბრუტალური წინასაარჩევნო რიტორიკა ირანისა და ტერორიზმის წინააღმდეგ - ანუ ებრაული ლობის ხმების მობილიზებისთვის ჰამასმა (პუტინმა) ტრამპის სასარგებლოდ ითამაშა!
ამას დაუმატეთ ისიც, რო პუტინის დავალებით, ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ თვეების მანძილზე დაბლოკა უკრაინის სამხედრო-ფინანსური დახმარება 2024 წლის ზაფხულიდან...
და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის ფინანსურ-ტექნოლოგიური დახმარება ისევ ტრამპის გასამარჯვებლად დაიხარჯა!
მოკლედ, ყოველივე ამის შემდეგ, ვგონებ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ თამაშობს ტრამპი ასეთ აშკარა რუსულ თამაშს, რატომ ჰგავს მისი და მისი გუნდის (იმბეცილ ტაკერ კარლსონიანად თუ შიზოიდ მასკიანად) რიტორიკა დუგინისა და მარგარიტა სიმონიანის ანტიუკრაინულ-ანტიევროპულ ნარატივებს და რატომ დგას ის კანიბალი დიქტატორი პუტინის და არა - უკრაინის გვერდით!..
ალბათ, ამიტომაც არის, რომ ყველასთან ხეპრე და უხამსი ტრამპს არასოდეს ერთი ზედმეტი სიტყვაც არ დასცდენია პუტინზე და ის კი არა, საპრეზიდენტო კამპანიისას, ყველა ქალაქში, თუთიყუშივით გაიძახოდა:
პუტინმა თქვა, ტრამპი გენიოსიაო!
1
175
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
არაჩანდა ტრამპი და პოლიტიკა არ არის შენი საქმე. პორნოზე წერე ეგ უფრო კარგად გამოგდის ეტყობა ჩახედული ხარ ძაან მაგ საქმეში.
0 1 1