x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მონობა ძველ რომში და ამერიკაში?
image

ორივეგან მონები ითვლებოდნენ მხოლოდ „მოლაპარაკე იარაღად“. მაგრამ არის ნიუანსი.


ძველ დროში მონობა საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ეს მხოლოდ ძველ რომს არ ეხება, გარკვეულწილად ასე იყო თითქმის ყველა ქვეყანაში. უბრალოდ რომი კანონიკური მაგალითია.


მსგავსი რამის გამეორება ევროპელმა კოლონისტებმა დღევანდელი აშშ-ის ტერიტორიაზეც შეძლეს, თუმცა იყო რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება.



რომში, ადამიანი მონა ხდებოდა ომში ტყვედ ჩავარდნის, მონა-ქალისგან გაჩენის ან სხვა ნაკლებად ბედნიერი გარემოებების გამო. მაგრამ საკუთარი თავის გათავისუფლებაც შეეძლო – ასეთ ადამიანებს ლიბერტინებს, ანუ განთავისუფლებულებს ეძახდნენ. ისინი ხშირად იკავებდნენ სახელმწიფოში უმაღლეს თანამდებობებს. მაგალითად, იმპერატორ კლავდიუსის კანცელარიას განთავისუფლებული მონა მართავდა, ხოლო მისი კოლეგა სტატუსით იყო პრინცეპსის(პირველი სენატორის) ფინანსური მრჩეველი.


image


რომაელ მონებში სხვადასახვა რასის წამრომადგენლებს შეხვდებოდით, მაგალითად, ქერათმიან გერმანელს ან მუქი ფერის ეგვიპტელს. რომის მონებში არასოდეს ყოფილა რაიმე რასისტული კვეტექსტი. ასევე არსებობდა განათლებული მონების ფენა – მასწავლებლები, ექიმები, მწიგნობრები და სხვა. ეს ძალიან ძვირი ღირდა და პატრონი მათ რაც შეიძლება უფრთხილდებოდა. ჯერ მათ შესყიდვაში ჩადებული მნიშვნელოვანი თანხის ამოღება და შემდეგ კარგი მოგების მოტანა შეეძლო.

image

მონები გამოდიოდნენ არენებზე და იბრძოდნენ გლადიატორთა ბრძოლაში. თუ რომელიმე გადარჩებოდა რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, ისინი უფრო მეტ ფულს იღებდნენ, ვიდრე რომელიმე მაღალანაზღაურებადი ექიმი ან მასწავლებელი.

image

ზოგადად, ძველ რომში ბევრი მონა იყო, მაგრამ ისინი განსხვავდებოდნენ ცხოვრების პირობებით.

image




მაგრამ ამერიკაში სხვაგვარად იყო, აფრიკიდან შავკანიანები მასობრივად ჩამოჰყავდათ მხოლოდ ერთი მიზნით - სამხრეთის პლანტაციებზე სამუშაოდ.

image


მოგვიანებით დაიწყეს მათი შინამოსამსახურედ გამოყენება, მაგრამ თავდაპირველად მათ მხოლოდ მინდორში სამუშაოდ იყენებდნენ . მათ შორის არც მეცნიერები იყვნენ და არც ექიმები. იმ დროს ალბათ თავადაც ხვდებით, რომ აფრიკაში ზოგადად სწავლის მხრივ სიტუაცია კატასტოფული იყო.

image

მეორე განსხვავება ისაა, რომ მონები შავკანიანები იყვნენ და ამან ავტომატურად შეამცირა მათი უფლებები ევროპელ ჩამოსახლებულებთან მიმართებაში.


მაშინაც კი, თუ მონას გაანთავისუფლებდნენ - რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაოდ იშვიათი იყო - ის არასოდეს ხდებოდა სრულყოფილი ამერიკის მოქალაქე.

image

განსაკუთრებით სამხრეთში ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ მის კანის ფერს მე-20 საუკუნის 1960-იან წლებამდე.

მაგალითად, მათ ეკრძალებოდათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თეთრებთან ერთად სკამებზე ჯდომა. ასე რომ, რასიზმი შტატებში მონობის ოფიციალური გაუქმებიდან კიდევ ასი წლის განმავლობაში ბობოქრობდა.

image

0
88
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0