x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ იგლოვეს საბჭოთა კავშირში სტალინის გარდაცვალება
image

1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი). ადამიანი, რომელმაც რეალურად შექმნა საბჭოთა კავშირი და შეუფერხებლად ხელმძღვანელობდა მას თითქმის 30 წლის განმავლობაში. ზოგისთვის წინამძღოლი და ერების მამა, ზოგისთვის სისხლიანი ტირანი. სტალინის გარდაცვალების მორიგი წლისთავზე, მოდით გავიხსენოთ როგორ გლოვობდა საბჭოთა ხალხი ბელადის გარდაცვალებას.


სტალინის სიკვდილი


74 წლის ბელადი რამდენიმე დღე კვდებოდა - რატომღაც 1 მარტს მთელი დღე არ შეუწუხებიათ და მხოლოდ საღამოს იპოვეს შარდის გუბეში, იატაკზე მწოლიარე. დიქტატორს, რომელიც იმ მომენტამდე ყოვლისშემძლე იყო, მაშინვე არ გაუწიეს დახმარება.


თანამებრძოლებმა სწრაფად შეაფასეს სიტუაცია, დაიწყეს კრემლში შეკრება ძალაუფლების გადასანაწილებლად, პერიოდულად მოდიოდნენ იმის სანახავად, ვისაც აქებდნენ და ეშინოდათ. მხოლოდ 4 მარტს შეატყობინეს ხალხს ბელადის ავადმყოფობის შესახებ: თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, 7 საათზე ახალი ამბების შემდეგ, დილის რადიომ გადაცემების განრიგი შეცვალა - დილის ვარჯიშისა და "პრავდას" ზეპირ კითხვის ნაცვლად, სევდიანი კლასიკური მუსიკა უკრავდა. 9:30 საათზე (სხვა წყაროების მიხედვით, 6:30 საათზე) იური ლევიტანმა წაიკითხა ოფიციალური განცხადება სტალინის ავადმყოფობის შესახებ. ეს არ იყო სიმართლე - მათ გადაწყვიტეს ეთქვათ ხალხისთვის, რომ ინსულტი დაემართა ბელადს 2 მარტის ღამეს მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში . მაგრამ სიმართლე თქვეს სხეულის მარჯვენა მხარის დამბლაზე და მეტყველების დაკარგვის შესახებ. 5 მარტს ახსენეს მე-19 საუკუნის ირლანდიელი ექიმების ჩეინისა და სტოკსის ნაკლებად ცნობილი სახელები (ჩეინ-სტოკსის სუნთქვა -მომაკვდავ სტალინის ერთ-ერთი სიმპტომი იყო. - ავტ.).

image


6 მარტის დილით ქალაქს და მსოფლიოს აცნობეს, რომ სტალინი აღარ იყო.




ბელადის გამოსამშვიდობებლად მზადება დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით: მოიფიქრეს, როგორი უნდა ყოფილიყო დაკრძალვის ცერემონია, რეგიონებსა და რესპუბლიკებში კი სამგლოვიარო აქციები დაგეგმეს. როგორც სახელმწიფო უშიშროების მინისტრის იგნატიევის მოხსენებიდან არის ცნობილი, პარალელურად გაჟღერდა ორი საპირისპირო განაჩენი - ტრაგიკული „რატომ დაგვიტოვე“ და „როგორც იქნა“. პირველი იყო ოფიციალური და უსაფრთხო, მეორეს ჩვეულებრივ მოჰყვებოდა ოპერატიული გამოძიება და დაპატიმრება.


"13 წლის ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი, ყველანი შეგვიყვანეს სააქტო დარბაზში, გვითხრეს, დავჩოქილიყავით, ხოლო პარტიის ორგანიზაციის მდივანმა - მამაკაცურმა ქალმა მკერდზე მედლებით - ხელები მოიფშვნიტა და სცენიდან დაგვიყვირა: „იტირეთ, ბავშვებო, იტირეთ! სტალინი მოკვდა! - და მან პირველმა დაიწყო ხმამაღლა ტირილი. ჩვენც რაღა უნდა გვექნა, ვსლუკუნებდით, შემდეგ კი ნელ-ნელა მართლაც დავიწყეთ ღრიალი“. მისი თქმით, გარდაცვლილ ბელადს მშობლები და მეზობლებიც გლოვობდნენ. „რაც შემეხება მე, (მაშინ - ჩემდა სამარცხვინოდ, ახლა - ჩემდა საამაყოდ) არ ვტიროდი, თუმცა მუხლებზე ვიდექი და ვსლუკუნებდი, როგორც ყველა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე აღმოვაჩინე მეგობრისგან ნათხოვ გერმანული ენის სახელმძღვანელოში, რომ გერმანულად „ბელადი “ არის „ფიურერი“. ტექსტს ერქვა: „Unser Führer Stalin“. "მე არ შემეძლო ფიურერის გლოვა", - წერდა პოეტი ბროდსკი სტალინის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ.



სამგლოვიარო მიტინგი იაროსლავის რკინიგზაზე:


„გროდნოს მაცხოვრებლებს დაურიგეს სამგლოვიარო სამკლაური და უბრძანეს, რიგრიგობით დადგნენ „საპატიო ყარაულად“ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში აღმართული გენერალისიმუსის ძეგლების გარშემო. ბუნებრივია, ხალხს სახეზე მხიარული ღიმილი არ დასთამაშებდა, მაგრამ ეროვნული მწუხარების ნიშნებიც არ შემიმჩნევია. რიტუალი შეასრულეს, სულ ესაა. ზოგიერთი, ისევე როგორც მე და მამაჩემი, ვფიქრობდით, რომ ამაზე უარესი აღარ მოხდება “, - იხსენებს ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ბორის კლეინი.

image

ბანაკებში


განსხვავებული იყო აღქმა ვრცელი ქვეყნის უფრო შორეულ კუთხეებში, გარდაცვლილის ნებით შექმნილ გულაგის სისტემის ბანაკებში. ხაბაროვსკის შრომა-გასწორების ბანაკის ყოფილმა პატიმარმა ალექსანდრე ჟუკოვმა ისტორიულ და საგანმანათლებლო საზოგადოება "მემორიალს" 5 მარტს აჩუქა უნიკალური ფოტო, სადაც ასახულია პატიმრები, რომლებიც ქეიფობენ. ჟუკოვმა გაიხსენა, როგორ გაიხარეს პატიმრებმა, როდესაც სტალინის გარდაცვალების შესახებ გაიგეს, სწრაფად გათავისუფლების იმედით და ყვიროდნენ: „ვაშა!ვაშა ! ტირანი მოკვდა! თავისუფლება! თავისუფლება!"


„პატიმარმა ალექსეი კრავჩენკომ მარიუპოლიდან არალეგალურად შემოიტანა კოლონიაში ბოთლი არაყი, დაგვისხა 100 გრამი თითოეულ პატიმარს და ჩვენ დავლიეთ „მისი სულის მოსახსენიებელი“. მან შემოგვთავაზა ვინც, მალე გათავისუფლდება, ფეხზე მდგომმა დალიოსო, ხოლო ვინც ზის, მჯდომარემ. დავლიეთ. მისაყოლებელი საჭმელი არ გვქონდა. ან სად ვიშოვოთ?.. ნახევრად მშივრებს გვამუშავებდნენ. კოლონიის ზედამხვედელმა ეს ფოტო არალეგალურად გადაგვიღო. შსს-ს ლეიტენანტი, რისთვისაც მას დიდი მადლობა გადავუხადეთ“

image

პროფესიონალი დამტირებლები საქართველოდან


წარსულში რუსები ხშირად სარგებლობდნენ პროფესიონალი დამტირებლების მომსახურებით. მაგრამ ეს ტრადიცია საქართველოში იმ დროისთვის ისევ არსებობდა. სწორედ ამიტომ, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე ასეული დამტირებელი ჩაიყვანეს მოსკოვში სპეციალური ავიარეისით ბელადის გამოსამშვიდობებელ ცერემონიისთვის.


პროფესიონალი დამტირებელები (ძირითადად ხანდაზმული ქალები, მაგრამ ჯერ კიდევ რომ არ აკლდათ მხნეობა და ძალა) ჩვეულებრივ გამოირჩეოდნენ არტისტიზმით, ორატორული უნარებით და შეეძლოთ იმპროვიზაცია. ყოველთვის ეცვათ შავი კაბები, თეთრი თავსაბურავი და გრძელი შავი შალის მოსახვევები.

"ისინი მოსკოვში სპეციალურად სტალინის დაკრძალვაზე ჩამოიყვანეს რათა რადიოგადაცემის დროს მათი ტირილი ნათლად გაეგონათ. ქართველი ქალები ხალხში მიმოფანტულნი იყვნენ, რის გამოც სამგლოვიარო პროცესია კიდევ უფრო მწუხარე ჩანდა. საბჭოთა კავშირის ბევრ მცხოვრებს იმ დღეებში გულის შეტევებიც კი ჰქონდათ."-იხსენებს ნიკოლაი ნიკოლაევი ავტორი წიგნისა " «ТАСС уполномочен… промолчать».

image





0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0