სხვა 7 ყველაზე საოცარი მცენარე პლანეტაზე დღეს, 13:02 ჩვენს პლანეტაზე უამრავი მცენარეა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ სურათზე აქვს ნანახი და ზოგი, სურათზეც არ უნახავს. ის კი არა, თურმე, დღემდე არსებობს მცენარეები, რომლებიც ჯერაც არ აღმოუჩენიათ... ამის მტკიცებულებად, ცისფერი ყაყაჩო, ან თუნდაც, ნეპენტეს ატენბოროც საკმარისია, რომელიც ბოლო 2 საუკუნეში აღმოაჩინეს. 1. ნეპენტეს ატენბორო (Nepenthes Attenboroughii) ![]() ეს უჩვეულო ყვავილი კუნძულ პალავანზე (ფილიპინები), 2000 წ. აღმოაჩინეს. მის აღმოსაჩენად 3 მეცნიერმა ს. მაკფერსონმა, ელ. რობინსონმა და ფილიპინელმა მეცნიერმა ფ. ჰაინრიხმა ექსპედიცია მოაწყვეს და კუნძულზე მდებარე მთა ვიქტორია დალაშქრეს, რომელზეც ამ ყვავილის დიდი "დოქები" იპოვეს. როგორც გაირკვა, ეს უჩვეულო ყვავილი – ნამდვილი მტაცებელი ყოფილა და ის, არც მეტი არც ნაკლები – მღრღნელებით "იკვებება". 2. შოკოლადის კოსმოსი (Cosmos atrosanguineus) ![]() თქვენ, შესაძლებელია, ნანახი გაქვთ შოკოლადის ორქიდეა ფალენოპსისი, მაგრამ არასდროს გინახავთ და არ შეგიგრძნიათ შოკოლადის კოსმოსის სურნელი! ამ ყვავილის სამშობლო მექსიკაა და უკვე 100 წელზე მეტია, რაც ველურ ბუნებაში არ გამოჩენილა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ სახეობის ერთმა წარმომადგენელმა მაინც შეძლო გადარჩენა. 1902 წელს ის ხელოვნურად გაამრავლეს და გაავრცელეს. შოკოლადის კოსმოსის ყვავილი მუქი ყავისფერია და მისი დიამეტრი, დაახლოებით, 3-4 სმ–ია. მცენარე საკუთარ სახელს ამართლებს და ყვავილობის პერიოდში, ვანილის და კაკაოს გემრიელ სურნელს აფრქვევს. 3. ტილჭირი (Aconitum delphinifolium) ![]() ეს პატარა ზომის ყვავილია, რომელსაც 40 ტონიანი ვეშაპის მოკვლა შეუძლია. მისი გვირგვინის ფურცლები შხამს (ნეიროტოქსინი და კარდიოტოქსინი) შეიცავს, რომელიც მაშინვე თუ არ მოქმედებს, შედეგს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც იძლევა. ამის შესახებ იციან ვეშაპებზე მონადირეებმა. ისინი მცენარის გვირგვინის ფურცლებს ქონში ურევენ და ნაზავს სანადირო შუბებს უსვამენ. ამ იარაღით დაჭრილი ცხოველი ზღვაში კვდება და რამდენიმე დღის შემდეგ, მისი გვამის ნაპირზე გამორიყვა ხდება. 4. არნოლდის რაფლეზია (Rafflesia arnoldii) ![]() არნოლდის რაფლეზია – ყველაზე დიდი ყვავილია დედამიწაზე. ის პარაზიტულ ცხოვრების წესს ეწევა და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავდება. მისი გავრცელების არეალი მალაიზიის ტროპიკული ტყეებია. მცენარეს ფესვები არ გააჩნია და ლიანების ფესვებზე და ღეროებზე "სახლდება". 5. "ზარბაზნის ხე" (Couroupita guianensis) ![]() "ზარბაზნის ხე" ყველა მნახველის გაოცებას იწვევს. ის სამხ. ამერიკის ტყეებში, სამხ. ინდოეთის და კარიბის ზღვის კუნძულების ტიპური მარადმწვანე მცენარეა. მისი ნახვა ინდოეთში, შივას ტაძრებთან და შრი-ლანკას და ტაილანდის ბუდისტური ტაძრების სიახლოვეს შეიძლება. მცენარის სამეცნიერო სახელი კურუპიტა გვიანისია. ხოლო, ადგილობრივები, მას ზარბაზნის ხეს ეძახიან, რადგან დიდი ზომის (15-24 სმ.) ყავისფერი ნაყოფი აქვს. 6. სოკრატია შიშველფესვიანი (Socraetea Exorrhiza) ![]() მდ. ამაზონის ჯუნგლები – საიდუმლოებით მოცული ადგილია, სადაც უამრავი უჩვეულო და მოულოდნელი რამის ნახვა შეიძლება. სწორედ იქ იზრდება პალმის უნიკალური სახეობა – სოკრატია შიშველფესვიანი, რომლებსაც სიარული შეუძლია. ეს სახელი მის გარეგნობას სრულად შეესაბამება, რადგან მცენარეს ფესვები მიწის ზევით აქვს. ხოლო, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მას, მართალია, ძალიან ნელა, მაგრამ გადაადგილება შეუძლია. ხის "სიარულის" მექანიზმი კი ასეთია: როდესაც გრუნტიდან სასარგებლო ნივთიერებები ამოიწურება, მის ღეროს გვერდიდან წანაზარდები ეზრდება, ხოლო ძირითადი ღერო, ნელ-ნელა ხმება. ამის შემდეგ, ხე წანაზარდებისკენ იხრება და ახალ ადგილზე ერჭობა. 7. ბაობაბი (Adansonia digitata) ![]() ეს ყველაზე უნივერსალური მცენარე დედამიწაზე. თავად განსაჯეთ – მისი ნაყოფის გარდა, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, ქერქი და ფუღუროც კი გამოიყენება. ბაობაბის ნაყოფი ძალიან გემრიელია და მისგან კარაქს და გამაგრილებელ სასმელებს ამზადებენ. ნაყოფის მოხლისა და დაფქვის შემთხვევაში კი, უგემრიელესი ყავის მომზადება შეიძლება. ბაობაბის ფოთლებით გემრიელი სალათების გაკეთება და სუპებს მოხარშვა შეიძლება. ყვავილის მტვერი წებოს დასამზადებლად გამოიყენება.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |