x
image
სესილი
მსხლის მურაბა
imageმასალად საჭიროა :

მსხალი - 4კგ

შაქარი - 4კგ

წყალი - 10ჩ/ჭ


მიხაკი - 1ჩ/კ

მაგარი, მაგრამ წყლიანი მსხალი გავთალოთ და დავჭრათ პატარა ბრტყელ ნაჭრებად. მსხლის ნაჭრები ავწონოთ, დავყაროთ სამურაბე ჯამზე, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ ნახევრად არ დარბილდება. შემდეგ გადმოვასხათ მსხლის ნახარში წყალი. ამ წყალში ჩავყაროთ იმდენი შაქარი, რამდენსაც იწონიდა მსხლის ნაჭრები. სიროპი ვადუღოთ 10-15წუთს და დავასხათ ნახევრად მოხარშულ მსხალს. რამდენიმე საათის შემდეგ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ როგორც ჩვეულებრივი მურაბა, თან ჩავახარშოთ მიხაკის მარცვლები ან ვანილი. მურაბა ჩავასხათ ქილებში. რამდენიმე დღის შემდეგ სიროპი გადმოვწუროთ და ვადუღოთ, სანამ ის საკმაოდ არ გასქელდება. შემდეგ გავაცივოთ და დავასხათ ქილებში ჩაწყობილ მსხლის ნაჭრებს.


1
1072
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1072
  
2012, 17 დეკემბერი, 6:11
ესეც კარგია. :)
0 1 1