x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"– მე რატომ მირეკავთ? დაურეკეთ გორბაჩოვს"-რაზე უყვიროდა ზვიად გამსახურდია ტელეფონში შევარდნაძეს

image"ზვიად გამსახურდიას მე კარგად არ ვიცნობდი, პირისპირ ერთი-ორი ეპიზოდური შეხვედრა გვქონდა და ასევე ერთი თუ ორი სატელეფონო საუბარი. სამაგიეროდ, კარგად ვიცნობდი მამამისს – კონსტანტინე გამსახურდიას... მან უმაღლესი განათლება გერმანიის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში მიიღო და კომუნიზმის შეურიგებელი კრიტიკოსი გახლდათ. თავის დროზე იგი მწვავე წერილებს სწერდა ლენინს, შემდგომ მიმოწერა ჰქონდა ლავრენტი ბერიასთან... ერთხელ მან მეც მომწერა ბარათი ჩემი საახალწლო მილოცვის პასუხად.



„ღრმად პატივცემულო, ყოველი ქართველის დიდებულო მეგობარო, ბატონო ედუარდ! დიდი მადლობა მოლოცვისთის... მრავალი წლის განმავლობაში მე მემუქრებოდნენ დაპატიმრებით და დახვრეტით ცკ-ს მდივნები: მამულია, ლ. ღოღობერიძე, ფ. მახარაძე, მ. კახიანი, ა. მგელაძე და ბოლოს, როგორც მე გავიგე შემდგომ, სტალინი განრისხდა მათზე: მოეშვით ამ კაცს მისი მწევრებითა და ქორებითო. სხვა ასეთი მწერალი ჩვენ არ გვყავსო. ერთხელ, მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ, ა. მგელაძემ ბოდიში მომიხადა, ჩემს არქივში არის მისი წერილი. მდაბლად გიხრით თავს და ვუსურვებ ქართველ ხალხს დიდხანს გიხილოთ თქვენ ჩვენი მრვალტანჯული სამშობლოს ხელმძღვანელად... საუკუნოდ თქვენი ერთგული კონსტანტინე გამსახურდია. კოლხური კოში. 1974.7.1.“



გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა თბილისელმა მეგობარმა გამოაქვეყნა ეს ტექსტი, ზვიადი გაცეცხლდა. უბრძანა მის მორჩილ გაზეთებს, გამოექვეყნებინათ განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მამამისი დასაწყისში ნამდვილად კეთილად იყო განწყობილი ჩემდამი, მაგრამ შემდეგ გული გაუტყდა და მაკრიტიკებდა. გულწრფელად ვამბობ, ამგვარი რამ არ მახსოვს... გამსახურდიამ მოისურვა ჩემთან ლაპარაკი. ეს იყო 1991 წლის 6 აპრილს, შაბათს. მე საქმეებს ჩამოშორებული ვიყავი და გორბაჩოვთან არავითარი კონტაქტი აღარ მქონდა. ტელეფონმა დარეკა. ყურმილი რომ ავიღე, გამსახურდია ყვიროდა. ჩემგან მოითხოვდნენ, რომ მე მიმეღწია იმ გადაწყვეტილების გაუქმებისთვის, რომელიც საქართველოში ჯარის შეყვანას ითვალისწინებდა. – ბატონო ზვიად, – ძლივს მოვახერხე სიტყვის ჩართვა, – მე რატომ მირეკავთ? დაურეკეთ გორბაჩოვს. მე მხოლოდ პენსიონერი ვარ, ამ ქვეყნის არც ერთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა აღარ მაქვს და ვერაფერზე ვერ ვახდენ გავლენას... – გააკეთეთ განცხადება მსოფლიო საზოგადოების წინაშე, რომ როგორმე გავათეთრო თქვენი პოლიტიკა, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები და არ ვიკისრო პასუხისმგებლობა თქვენი მოქმედებისთვის? – თქვენ... თქვენ განაწყვეთ ჩემს წინააღმდეგ ბეიკერი და სხვა უცხოელები! 89-ის აპრილში თქვენ ჩამოხვედით თბილისში, რომ გადაგერჩინათ გორბაჩოვი! როცა ლიძავაში ცეცხლს უკიდებდნენ გამსახურდიას სახლს, მაშინ თქვენ ხელიც არ გაანძრიეთ!.. თქვენ ამდენი რამ გააკეთეთ ქვეყნისათვის, მან კი გამოგაგდოთ!.. თუ თქვენ არ მიაღწევთ საქართველოდან ჯარის გაყვანას, სამუდამოდ დაკარგავთ საქართველოს და საკუთარ ხალხს! მე გამიძნელდება მისი შეკავება! აქამდე ვაკავებდი, ახლა კი აღარ გავაკეთებ! ყველა თქვენს ახლობელს გავაძევებთ! – ნება თქვენია, ზვიად, მხოლოდ უნდა იცოდეთ, რომ ვერც თქვენ და ვერც სხვა ვინმე ვერ დამიშლის სამშობლოში დაბრუნებას!.. როცა საქართველოს ხელისუფლებაში გამსახურდია მოვიდა, მას მილოცვის დეპეშა გავუგზავნე. ჩემთვის მის შესახებ ცნობილი იყო ბევრი ისეთი რამ, რასაც უნდა შევეჩერებინე ასეთი ნაბიჯისგან, მაგრამ მაინც მივეცი თავს ამის უფლება... რაც უნდა ემტკიცებინა ჩემ შესახებ ზვიადისტურ პროპაგანდას, მე არასოდეს წავსულვარ ჩემი ხალხის წინააღმდეგ. მართალია, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი, მაგრამ „კრემლის ნომერ 1 აგენტი“ ხალხის ინტერესებს არასოდეს უგულებელყოფდა... ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ მომწიფდა.... ჩემთან მოდიოდნენ ჩვენებურები (ოთარ ლითანიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ირაკლი ბათიაშვილი და სხვანი); მათ შორის იყვნენ „მოღალატეებიც“ – გამსახურდიას ყოფილი მოკავშირეები და ჩემი გუშინდელი მომიტინგე მლანძღველები... მე მჭირდებოდა მეგობრების პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა და მე ის მივიღე... ჩემი არჩევანი სწორი იყო, მაგრამ ამ გზაზე იმდენი ხაფანგი მელოდა, ჩიხში შემყვანი და დახლართული განშტოება, რომ სხვა ჩემს ადგილას არასოდეს გარისკავდა მასზე ფეხის შედგმას… ჩემზე უკეთესად არავის ესმოდა, რომ ამჯერად რისკი მეტისმეტად დიდი იყო. მე შეიძლება, ყველაფერი წამეგო – სიცოცხლეც კი. მაშ, რატომ ვაკეთებ ასეთ არჩევანს? – ვფიქრობდი მაშინ და საკუთარ თავს ვპასუხობდი: ვბრუნდები იმიტომ, რომ არ შემიძლია, არ დავბრუნდე“... უნდა ვთქვა: სწორი იყო მაშინ ჩემი გადაწყვეტილება, რადგან გარკვეულწილად, ალბათ, ამ ჩამოსვლითაც გადავარჩინე ჩემი ქვეყანა დაშლას, შიმშილსა და მრავალ სხვა უბედურებას. მე ჩემი გასაკეთებელი, კარგად თუ ავად, გავაკეთე, ახალმა თაობამ თავისი გააკეთოს... იმ დღეებში თბილისის ყველაზე დიდ ბაზარში – ეგრეთ წოდებულ, „დეზერტირების ბაზარში“ მივედი. მინდოდა ჩემი თვალით მენახა, რას ყიდულობდა, რით იკვებებოდა ხალხი. ნანახმა გამაოგნა: ერთ კილოგრამ ქართულ პროდუქტს ვერ იპოვიდი – ვერც კომბოსტოს, ვერც კარტოფილს, ვერც კვერცხს, ვერც ხორცს... ყველაფერი თურქული შემოდიოდა. ხალხი არ მუშაობდა, მიწა მიგდებული იყო... როდესაც 2003 წელს გადავდექი, დანგრეული თბილისი უკვე აღდგენილი იყო, შეუქცევად პოლიტიკად ჩამოყალიბდა საქართველოს სწრაფვა ევროპაში ინტეგრაციისკენ... ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, 2003 წლისთვის საქართველოს ჰყავდა დამოუკიდებელი პარლამენტი, სასამართლო, თავისუფალი პრესა...

0
733
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0