x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს"

ამ ბოლო დროს ფეისბუქზე გადავაწყდი გვერდს რომელსაც "ჭეშმარიტ კანუდოსელებს" ჰქვია. რამაც ძალიან მასიამოვნა. ბევრისთვის ალბათ ნაცნობია ცნება კანუდოსი (თამამად შეგვიძლია ცნება ვუწოდოდ). გენიალური ნაწარმოებიდან " სამოსელი პირველი" (გურამ დიჩანაშვილი 1966-1978წწ). სათაურის ფრაზაც აქედანაა, რომელსაც ყველაზე

image საზარელი პერსონაჟი "მიჩინიო" ამბობს.

ესაა აღთქმული მიწა, ოცნების ქალაქი, ქალაქი რომელიც ყველასია, მისი ყველა მოქალაქის. ქალაქი სადაც სახლებს კარები არ აქვთ.

ეს წიგნი ყველაფერზეა, რამდენიმე დამოუკიდებელ მოთხრობათაც კი შეიძლება დაიყოს. თუ მოხდა ისე რომ ეს წიგნი ჯერ არ გაქვს წაკითხული მერწმინეთ წინ დიდი სიამოვნება გელით, ხოლო თუ წიგნებს საერთოდ არ კითხულობთ მაშინ ეს სწორედ ის გამონაკლისია რომელიც უნდა დაუშვათ.


9
276
5-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
276
  
2012, 30 ოქტომბერი, 0:52
დიდი სიამოვნებით. წასაკითხადაც სასიამოვნოა და სასაუბროდაც.
2012, 30 ოქტომბერი, 0:48
წიგნზე ვერ ვისაუბრებ სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული ამ შემთხვევაში მხოლოდ სათაურს გაუკეთე კომენტარი ..
აუცილებლად წავიკითხავ და წიგნზე შემდეგსი ვისაუბროთ
2012, 30 ოქტომბერი, 0:27
წაკითხული გაქვს ეგ წიგნი ? ცოდვა ცოტა ზღვრული ცნებაა
2012, 30 ოქტომბერი, 0:19
სიყვარულიც და ცოდვებიც
2012, 29 ოქტომბერი, 11:42
აი რაც შეეხება სამოსელ ბირველს, ნამდვილად სამაგიდო წიგნია. უკვე ორჯერ წავიკითხე და აუცილებლად წავიკითხავ კიდე. თითქმის არაა გაწელილი მომაბეზრებელი ადგილები (მიუხედაბად იმისა რომ საკმაოდ სქელტანიანი წიგნია) მოკლედ რომ გითხრა გენიალურია.
2012, 29 ოქტომბერი, 11:40
ნაზია ღამედან წესივრა თითქმის არაფერი დამამახსოვრდა. არც ფინალია გრანდიოზული, არც სიუჟეტია გადასარევი, არც თხრობის მანერაა დამყოლი. მოკლე ჩემი აზრით საშვალოზე დაბლა დგას.
2012, 29 ოქტომბერი, 11:37
სიმართლე გითხრა მეასე გვერდამდე ძლივს ავედი თან დავამთავრო თან მეზარება ძალიან გაიწელა სიუჟეტი და ზედმეტი ტექსტია გარემოსა და სიუჟეტების აღწერაზე,მე უფრო ტემპიანი სიუჟეტი მომწონს სადაც ბევრი დიალოგია,ასეთია ეგ წიგნი?
2012, 29 ოქტომბერი, 11:35
მაგ წიგნზე დროს ტყუილად კარგავ (დამიჯერე). თუმცა მესმის დაწყებული წიგნის თავის დანებება ძნელია. ეს კი ნამდვილად სხვა ლიგაა.
2012, 29 ოქტომბერი, 11:33
მე პირადად ეს წიგნი მართლა არ მაქვს წაკითხული და დავინტერესდი,ახლა ნაზია ღამეს ვკითხულობ და რომ დავამთავრებ აუცილებლად წავიკითხავ
0 1 9