ტკბილეული მკვახე პომიდვრის მურაბა 2012, 11 აპრილი, 19:44 მასალად საჭიროა:
პომიდორი - 2კგ
შაქარი - 3კგ
წყალი - 10ჩ/ჭ
ლიმონი - 2ცალი შევარჩიოთ კაკლისოდენა პომიდვრები. ფრთხილად შემოვაცალოთ გარეთა კანი, თითოეული დავჭრათ შუაზე და დავაწყოთ საცერზე, რომ წვენი გამოუვიდეს, 3კგ შაქრისა და 10ჩ/ჭ წყლისაგან მოვადუღოთ სიროპი. ჩავყაროთ შიგ პომიდვრები, არომატისთვის ჩავაყოლოთ თხლად დაჭრილი ლიმონი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. 835 2-ს მოსწონს
|