x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მარგალიტები პატრულის ეკიპაჟის წევრების რეპლიკებიდან (მძღოლების ნაამბობი)
image

მარგალიტები პატრულის ეკიპაჟის წევრების რეპლიკებიდან (მძღოლების ნაამბობი)


♦️ ქუთაისში მოედანზე წრეს არ შემოუარა მანქანამ. პატრული:

"მერსედესი! გული აგერეოდა თუ რატო არ შემოუარე?!"



♦️ პატრული მძღოლს, რომელსაც ფარების ანთება დაავიწყდა:

"აანთებ ფარებს თუ გავაგრᲫელოთ ასე რომანტიულად?!"


♦️ "ოპელი" არ უთმობს სირენით მოძრავ პატრულს გზას. პატრული:

"ოპელი! დევიჯერო ახლა, ჩემზე მეტად გეჩქარება? გეიწიე!"


♦️"თემქიდან რომ ადიხარ ზღვაზე, წრეა. რამდენიმე წრე დავარტყი. უცებნ, მესმის პატრულის მანქანიდან:

"საპატიო წრეს ხო არ ურტყამ? ჩამოყალიბდი, ზღვაზე ადიხარ თუ ზღვიდან მოდიხარ! "


♦️"ალის და ნინოს ქანდაკება ახალი დადგმული იყო ბათუმში, იქ შევედი მანქანით, პატრული შემომყვა და მომაძახა:

"მიგყავს ალი და ნინო სადმე თუ რატო შემოდი აქ?"


♦️ქუთაისში, სამტრედიის ხიდზე, "პრიუსი" მოძრაობდა და უკან საპატრულო ეკიპაჟი მიყვებოდა. მარცხენა ციმციმა ჰქონდა ჩართული და პატრული უძახის: "რაია, პრიუსი? ხიდიდან ხტები?"

0
534
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0