საქართველო "ეს ნახეთ გააბანძა, ლამის ოჯახი დააუნგრია და ისევ ივანიშვილს აქებს"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი გუშინ, 11:42 ![]() ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუს პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:"ეს ნახეთ, მოხსნა, გააბანძა, ლამის ოჯახი დააუნგრია და ისევ ივანიშვილს აქებს."- ვკითხულობთ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოსტში.ალასანიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გართულია ევროპული ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი, ახლა ბიზნესის კეთება წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით შეუფერხებელია. "ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რა ხდება დღეს" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვართ ევროპული ფონდი, რომელიც კერძო პირებისგან ვყიდულობთ საკუთრებას. ჩვენ არაფერი გვინდა სახელმწიფოსგან გარდა იმისა, რომ სამართლიანი ბიზნესგარემო იყოს. ყველაფერი, რაც შევისყიდეთ კერძოა და მთავრობასთან არანაირი შეხება არ გვქონია და აქამდე არანაირი შეფერხებაც არ გვქონია.მე აქამდე არანაირი წინაღობა არ შემხვედრია. ჩემთვის წინა ხელისუფლების, სააკაშვილის პერიოდში რაიმე ბიზნესაქტივობების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მე ახლა არანაირი წინაღობა არ შემხვედრია.მე დღევანდელი სიტუაციის მექომაგე არა ვარ, რადგან პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია შესული ქვეყანა, ეს მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ ისეთი სისასტიკე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს მე ახლა ბზინსწრეებში ვერ ვხედავ. ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მაშინ და რა ხდება დღეს", - აღნიშნა ალასანიამ.75 შეფასება არ არის |