x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს"- რა ინფორმაციას ავრცელებს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი დონალდ ტრამპის მიერ ზელენსკის "4 %-იანი რეიტინგისა" და უკრაინაში არჩევნების საჭიროებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის სურვილს უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ახდენა არ უწერია:


"მე მაინც ჯიუტად ვრჩები ოპტიმისტად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს და კატასტროფულ ხასიათს ატარებს.


ამისთვის ორი მიზეზი მაქვს:

1. ახლა ევროპა აბარებს საკუთარი როლის და ფუნქციის გაძლიერებისთვის სერიოზულ გამოცდას, რისი წარმატების შანსი ვფიქრობ საკმაოდ მაღალია. უბრალოდ, სხვა გზა აღარ რჩებათ.


2. ამერიკული დემოკრატიაც აბარებს არანაკლებ სერიოზულ გამოცდას.


აშშ-ში უამრავი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ ამუშავდება და რომლის გადალახვაც ტრამპს გაუჭირდება.


მას სერიოზული, პრაქტიკულად გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდება არა მხოლოდ ინსტიტუტებისგან, არამედ საკუთარი პარტიიდანაც და მაღალი ალბათობით, თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც რეალური გახდეს."- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.


18 თებერვალს ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა საჭირო და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა, თუმცა რას ეფუძნება ეს მონაცემი ტრამპს არ დაუკონკრეტებია.


იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც თავად ქვეყანას 25 წელი მართავს.


დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინაში არჩევნების შესახებ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აცხადებს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და შექმნილ სიტუაციას ეფუძნება.






0
117
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
117