x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არსებობენ თვითმხილველები , რომლებიც ადასტურებენ...."- რას წერს მეგი გოცირიძე

image


ყოფილო პარლამენტარი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სოზარ სუბარის დევნილთა და განსახლების მინისტრობის პერიოდს იხსენებს, რომლის დროსაც მას ავტოსაგზაო შემთხვევისას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა:


"სამტრედია-აბაშის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა რომ მოხდა და მინისტრ სუბარის ავტომობილი ტაქსის რომ შეეჯახა...ავტოავარიის შედეგად, 68 წლის ემზარ ხონელიძე, რომ გარდაიცვალა დამომხდარი ფაქტი სოზარ სუბარმაც კი რომ ვერ უარყო, რადგან უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა ეს უბედურება ....ეს უბედურება, სხვა მსგავსი უბედურებებისგან განსხვავებით ვერც დამალეს და ვერც ოჯახი გააჩუმეს, რადგან არაერთი თვითმხილველის თვალწინ გადმოვიდა საკუთარი ავტომანქანიდან უგონოდ მთვრალი მინისტრი !


მის ოფიციალურ "ფეისბუქ"-ის გვერდზე მინისტრის განცხადებაც გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყოშემდეგი: "დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მწუხარებას გამოთქვამს ემზარ ხონელიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს ".მომხდარ ფაქტს ასე გამოეხმაურება მინისტრის მეუღლეც: "უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები...


გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს.სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. ".შსს-მგამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობდა შემდეგს:


ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.შეკითხვა:ელის თუ არა სოზარ სუბარს 4-დან 7 წლამდე პატომრობა?!1. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საჭესთან მინისტრი იჯდა.2. დადგენილია, რომ სოზარ სუბარის მანქანა შეეჯახა ტაქსის.3. დადგენილია მინისტრის ბრალეულობა."- წერს მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.








0
199
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
199