საზოგადოება როგორი იყო თამარ მეფის დედა ? 17 თებერვალი, 21:28 ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფისა და რუსუდანის დედა. იგი იყო ოსთა მეფის ხუდანის ასული. მეფე გიორგი მესამეს მამამისმა, დიმიტრი პირველმა ცოლად შერთო ოსთა მეფის, ხუდანის ასული - ბურდუხანი. იგი ძალიან განათლებული და ლამაზი იყო, მისი სილამაზე მთელ აღმოსავლეთში იყო ცნობილი. ბურდუხანმა იცოდა ოსური, ბერძნული, ქართული, ლათინური და სპარსული ენები. რომის პაპის დესპანი ფრანცისკ მარინიოლი აღფრთოვანებული დარჩა ბურდუხანის ნიჭით და ქვეყნის მართვის საკითხების ცოდნით და დაწერა: "1149 წელს-ბევრი ევროპელი მანდილოსანი ვერ შეედრება გიორგი მესამეს მეუღლეს, განათლების დონით და კულტურით, ევროპის და აზიის ქვეყნების ისტორიის ცოდნით." დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას. გიორგი მეფის მემკვიდრედ ითვლებოდა მისი ძმისწული, დიმიტრი (დემნა). წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160 წელს დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა. დედოფალი ბურდუხანი ყოფილა ხელოვნების მოყვარული. მისი მეცადინეობით იქმნებოდა ხატები. გატაცებული იყო პოეზიით. შესაძლოა, თავადაც წერდა და ხატავდა. ძლიერი მონარქი ქმრის, გიორგი III-ის გვერდით ბურდუხანის ძალაუფლება, ჩანს, ნომინალური იყო. თუმცა მისი მნიშვნელოვანი როლი შვილების აღზრდაში გამოიხატებოდა.
391 2-ს მოსწონს
|