ტკბილეული ფორთოხლის მურაბა 2012, 11 აპრილი, 19:29 მასალად საჭიროა:
ფორთოხალი - 2კგ შაქარი - 4კგ წყალი - 6ჩ/ჭ ფორთოხალი მჭრელი დანით დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ამოვაცალოთ კაკლები. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფორთოხალს ფარავდეს, შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ფორთოხალის კანი საკმაოდ არ დარბილდება. შემდეგ ფორთოხლის ნაჭრები ამოვიღოთ ქაფქირით, დავაწყოთ ღრმა თეფშზე, ზემოდან მეორე თეფში დავახუროთ და დავდგათ თბილ ადგილას რამდენიმე საათით, სანამ არ გაცივდება. შემდეგ ფორთოხლის ნაჭრები ჩავაწყოთ შუშის ქილაში. სიროპი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: თითოეულ კილოგრამ ფორთოხალზე 2კგ შაქარი და 3ჩაის ჭიქა ის წყალი, რომელშიც იხარშებოდა ფორთოხლის ნაჭრები. ვადუღოთ სიროპი 10წუთს, შემდეგ გავაცივოთ და დავასხათ ზემოდან ქილაში ჩაწყობილ ფორთოხლის ნაჭრებს. მეორე დღეს სიროპი გადმოვასხათ, ისევ ვადუღოთ 10წუთს, გავაცივოთ და კვლავ დავასხათ ქილაში ჩაწყობილ ფორთოხლის ნაჭრებს. მესამე დღეს გავიმეოროთ იგივე, მხოლოდ სიროპი ქილებში უფრო თბილი ჩავასხათ. როდესაც გაცივდება, მოვუკრათ ქილებს თავი და შევინახოთ. 1553 3-ს მოსწონს
|