"სერპანტინების მეფე" ჩინეთში, რომელიც ანდამატივით იზიდავს ექსტრემალებს. ყველაფერი ჩინური სულაც არაა ცუდი და უხარისხო
17 თებერვალი, 13:11
სამწუხაროდ ჩვენთან ყოველივე ჩინური უხარისხოდ გაკეთებულთანაა ასოცირებული, მაგრამ ეს არა ნამდვილად არაა. ჩინეთი მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები არასდროს აკლდა (უამრავი რამ მისცა ამ ერმა მსოფლიოს), სწორედ მათი გამოგონებულია ქაღალდი, ბეჭდვა, დენთი და კომპასი. ქვეყანა რომელიც ეკონომიკურ პროგრესს განიცდის, გამორიცხულია მხოლოდ ავტოფარეხებში ან სადღაც სარდაფში გაკეთებულ იაფ, ხშირად ტოქსიკურ სათამაშოების მწარმოებელ ქვეყნად მივიმჩნიოთ. იაფი და ხარისხიანი განსხვავებული მცნებებია, გამოიწერეთ ჩინეთიდან მაღალტექნოლოგიურად დამზადებული გნებავთ ქანჩები, გნებავთ ბურღები, ბურღის პირები, გნებავთ სხვა სახის ელექტროტექნიკა და მიხვდებით ჩინეთი მხოლოდ იაფ და მალფუჭებად ნივთებთან, რომ არ უნდა გააიგივოთ. 2019 წელს ჩინეთში სინძიანის პროვინციაში დასრულთა სამთო გზის მშენებლობა, გზას ვწერ, თორემ ესაა 75 კილომეტრ მანძილზე გადაჭიმული "სერპანტინი" ანუ გასაგებ და მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ, მიხვეულ-მოხვეული გზა. პანლონგის გზა ადგილობრივი ფერმერებისათვის და ზოგადად მოსახლეობისათვის აშენდა მთიან რეგიონში, რადგან ადრე არსებული გზით სარგებლობა ნებისმიერ ამინდში ხელს უშლიდა მათი ტრანსპორტის გადაადგილებას.
გახსნის დღიდანვე, როგორც კი ინტერნეტში დაიდო ფოტო და ვიდეო მასალა აღნიშნული გზის გახსნაზე, ამ ადგილს ჩინეთის პროვინციებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან ექსტრემალები ისე "მიესივნენ", როგორც ყვავილის ნექტარს ფუტკრები. მოსახვევების უდიდესი ნაწილი 180 გრადუსიან კუთხეს ქმნის, არის მონაკვეთები, სადაც მოსახვევების კუთხე 270 გრადუსამდე ადის. მიუხედავად ასეთი მკვეთრი მოსახვევებისა, გზის საფარის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ 75 კილომეტრიან მანძილს საშუალოდ 3 საათში ფარავენ გამვლელები, ექსტრემალები ბევრად სწრაფად გადიან ამ მონაკვეთს სპეციალური მომზადების და სატრანსპორტო საშუალების დახმარებით.
და აი ისიც, ჩინური სასწაული, "სერპანტინების მეფე". გზა, რომელიც ჩინურ იეროგლიფებს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ჩვეულებრივ გზას.