x
image
სესილი
ლეღვის მურაბა
imageმასალად საჭიროა:

ლეღვი - 5კგ

შაქარი - 5კგ

წყალი - 12ჩ/ჭ


5კგ ოდნავ მწიფე ლეღვი ჩანგლით ან ჩხირით რამდენიმე ადგილას დავჩხვლიტოთ.

მოვადუღოთ სიროპი შემდეგი პროპორციით: ერთ კილოგრამ ლეღვზე ერთი კილოგრამი შაქარი და 3ჭიქა წყალი. სიროპში ლეღვი გავაჩეროთ 2-3საათის განმავლობაში,

შემდეგ ლეღვი ამოვიღოთ და სიროპი ვადუღოთ 10-15წუთს, რის შემდეგ გადმოვიღოთ გასაცივებლად. სიროპის გასასქელებლად კიდევ შევდგათ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ ლეღვი და სიროპი გამჭვირვალე არ გახდება.

1
1501
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1501
  
2012, 17 დეკემბერი, 6:11
ლეღვის მურაბაც კარგია. :)
0 1 1