კულტურა ველურ თაფლზე მონადირე ნეპალელი მონადირეები, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ მის მოსაპოვებლად 13 თებერვალი, 17:27 ![]() ნეპალის მთებში, მამაკაცთა ჯგუფები სიცოცხლეს რისკავენ, რათა კლდის მწვერვალიდან ველური თაფლი შეაგროვონ.
უმნიშვნელო შეცდომა შეიძლება ნიშნავდეს ასობით ფუტზე დაცემას (ათეულ მეტრს) და გარკვეულ სიკვდილს მონადირეებისთვის, რომლებიც გულდასმით კვეთდნენ მთის ციცაბო და ვიწრო გადასასვლელებს. მდინარე ტამა კოშის ზემოთ ციცაბო კლდეზე ასვლის დაწყებამდე მონადირე ახსენებს ჯგუფს საკმარისი საკვების, წყლის და ადგილობრივი ალკოჰოლის შესახებ. ნადირობის დროს, კლდის ძირში ყრიან ბალახს და მორებს, ანთებენ ცეცხლს, რათა ფუტკრები სკებიდან გამოეტყუებინათ. ნეპალელები ბამბუკის თოკისაგან დამზადებულ კიბეზე ძვრებიან, ცალ ხელში ბამბუკის ბასრი ჯოხი უჭირავთ, მეორეში კი კალათით - ჯოხი სკების გასატეხად და კალათით თაფლის მოსაგროვებლად. ჰაერში ჩამოკიდების დროს ისინი ჭრიან ფჭის ნაჭრებს და ათავსებენ კალათაში, შემდეგ თანაგუნდელს ანიშნებენ, რომ თაფლით სავსე კალათა თოკის საშუალებით მიწაზე დაეშვათ. გუნდის კიდევ ორი წევრი ემზადება ყველა ფუტკრის გასადევნად და ფიჭიდან თაფლის დასაწურად. ათასობით ფუტკარი აფრინდება მონადირეებს სახეებზე, რომლებსაც ბადეებით იცავენ. ხშირად მათ ხელები უშუპდებათ, მკლავებზე, ფეხებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე ტკივილს გრძნობენ. ტკივილის ასატანად ალკოჰოლურ სასმელს იღებენ. ჯგუფი საშუალოს 34 ლიტრი (9 გალონი) თაფლის შეგროვებას ახერხებს. ბაზარზე ასეთი თაფლის ღირებულება ლიტრზე 25 დოლარია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 92 1-ს მოსწონს
|