სხვა ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული გვირაბები 500 წლის შემდეგ აღმოაჩინეს 13 თებერვალი, 13:55 ხანდახან გვეჩვენება, რომ ისტორია იმდენად გულდასმით ინახავს თავის საიდუმლოებებს, რომ საუკუნეების შემდეგაც ამოუხსნელი რჩება. მაგრამ ტექნოლოგია ერთ ადგილზე არ ჩერდება და წარსულის კიდევ ერთი საიდუმლო აღარ არის საიდუმლო.
![]() მეცნიერებმა მილანში სფორცას ციხესიმაგრის ქვეშ აღმოაჩინეს გვირაბების ქსელი, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ 1495 წელს დახატა. ხუთი საუკუნის მანძილზე ეს დერეფნები ადამიანის თვალისგან დამალული იყო, სანამ კვლევის თანამედროვე მეთოდებით მათი აღმოჩენა შესაძლებელი გახდებოდა. ![]() იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა ინჟინერიის ექსპერტებთან და ციხესიმაგრის წარმომადგენლებთან ერთად გამოიყენა უახლესი ტექნოლოგია მიწისქვეშა სტრუქტურის შეუფერხებლად შესასწავლად. მათ დაინახეს გვირაბები, რომლებიც თითქმის სრულყოფილად ემთხვეოდა დიდი გენიოსის ჩანახატებს. ![]() ფრანჩესკა ბიოლოს, პროექტის ხელმძღვანელის თქმით, დღევანდელი სფორცას ციხესიმაგრე უფრო პატარაა, ვიდრე ადრე იყო. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქალაქის ქვეშ კიდევ ათობით შეუსწავლელი დერეფანი იყოს დამალული. მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს პარალელური დერეფნები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს. რა საჭირო იყო გვირაბები? ეს კითხვა აწუხებს ისტორიკოსებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები შეიძლებოდა გამოეყენებინათ თავდაცვისთვის. ალყის შემთხვევაში ჯარისკაცები ამ დერეფნებით შეუმჩნევლად მოძრაობდნენ. ზოგიერთი დერეფანი იმდენად საიდუმლო იყო, რომ მათ შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იცოდა.![]() არსებობს სხვა ვერსიაც. ერთ-ერთი გვირაბი ციხესიმაგრეს აკავშირებს სანტა-მარია-დელე-გრაციეს ბაზილიკასთან, სადაც დაკრძალულია ლუდოვიკო სფორცას ცოლი, ბეატრიჩე დ’ესტე. შესაძლოა ეს გადასასვლელი აშენებული იყო იმისთვის, რომ ოჯახს შესძლებოდა საფლავის მონახულება სხვებისგან მალულად. ისტორიკოსთა დავა ლეონარდო და ვინჩი იყო არა მხოლოდ მხატვარი, არამედ ბრწყინვალე ინჟინერი, რომელიც მიიწვიეს სფორცას ციხესიმაგრეში ინტერიერის გასაფორმებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ასევე დაინტერესებული იყო სამხედრო არქიტექტურით. მის ჩანაწერებში ინახება ციხესიმაგრეების ესკიზები, რომლებიც საოცრად ჰგავს იმას, რაც ამ ღირსშესანიშნაობის ქვეშ აღმოაჩინეს.![]() ისტორიკოსები დავობენ, იყო თუ არა ლეონარდო ამ გვირაბების ავტორი, თუ უბრალოდ ჩახატა ის, რაც უკვე არსებობდა. „ლეონარდო, რა თქმა უნდა, სამხედრო არქიტექტურის ექსპერტი იყო, მაგრამ მისი წვლილი სფორცას ციხესიმაგრის მშენებლობაში ბოლომდე ნათელი არ არის“ - აღნიშნავს ფრანჩესკა ბიოლო. ციხესიმაგრის ციფრული ორეული დღეს ეს ციხესიმაგრე უფრო სამუზეუმო კომპლექსია, რომელსაც გვირაბების აღმოჩენამ უფრო მეტი იდუმალება შესძინა. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ამ ადგილის ისტორიის უკეთ გააზრებას ხელს შეუწყობს.„ჩვენი მიზანია ციხესიმაგრის ციფრული ორეულის შექმნა. ეს იქნება არა მხოლოდ მოდელი, რომელიც ასახავს მის ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ ინსტრუმენტი წარსულის შესასწავლად და დაკარგული ელემენტების აღსადგენად“ - ამბობს ფრანკო გუზეტი, გეომატიკის პროფესორი. ![]() მომავალში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ამ გვირაბებში „ისეირნონ“ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით. წარმოიდგინეთ: იკეთებთ სათვალეს და აღმოჩნდებით მიწისქვეშეთში, რომელიც ოდესღაც ლეონარდო და ვინჩიმ ნახა. ასევე დაგაინტერესებთ: რატომ გადაუღეს მეცნიერებმა პაგანინის 300 წლის ვიოლინოს რენტგენი და რა აღმოაჩინეს შემთხვევით აღმოჩენილი დემონი – რესტავრატორებმა აღადგინეს 1789 წლის ნახატი ფლორენციის ანგელოზი - ვინ იყო სანდრო ბოტიჩელის იდუმალი ვენერა სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც ავტოპორტრეტებს ხატავდა, მაგრამ ფოტოების გადაღება არ უყვარდა ჩიხში მოქცეული მეცნიერება - გარდაცვლილი ტიბეტელი ბერები, რომლებმაც გახრწნაზე უარი თქვეს 254 შეფასება არ არის |