საზოგადოება
"შე საბრალოვ, ყველგან მოსვარე, ყველაფერი იკადრე"- ვის მიმართავს ვიკა ბუკია
13 თებერვალი, 10:33
!["შე საბრალოვ, ყველგან მოსვარე,
ყველაფერი იკადრე"- ვის მიმართავს ვიკა
ბუკია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025021310260586669.png)
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებაზე გაკეთებულ საპასუხო კომენტარს პირად გვერდზე ეხმაურება და ერთ დროს ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს უახლოესს მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს საჯაროდ მიმართავს:
"Kakha Kaladze შე საბრალოვ, მეგობრობა შენ არ იცი, საკუთარი ოჯახის პატივისცემა, ჭირისუფალთან ლაპარაკი და სამშობლოს სიყვარული. ყველგან მოსვარე, ყველაფერი იკადრე. მარტო ფულის კეთება შეგიძლია.
მეგობრობას დათო სიმონია გასწავლის - ბიჭი, რომელიც თავის მეგობარს ციხესთან ელოდა.
ოჯახის სიწმინდე გიორგი ახობაძე გასწავლის, აი, ის მომაკვდავ დედას რომ მოსწყვიტეთ.
უკრაინაში მოკლულო კახა თილიძის დედა გასწავლის, რომ უნდა ელაპარაკო ჭირისუფალს.
მზია ამაღლობელი კი მოგიყვება როგორ უნდა გიყვარდეს - სამშობლო."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას პოსტში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს. "Tribuna.com"-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს". მალევე ყოფილი თანაგუნდელის მისამართით საპასუხო კომენტარი კალაძემაც გააკეთა:
"მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა", - განაცხადა თბილისის მერმა.