საზოგადოება
"იმდენად ფსკერია რომ პოსტ ტვ -დან გააგდეს! ვინ არ იცის, გეტყვით"- ვისზე საუბრობს ელისო კილაძე
დღეს, 10:10
!["იმდენად ფსკერია რომ პოსტ ტვ -დან
გააგდეს! ვინ არ იცის, გეტყვით"- ვისზე
საუბრობს ელისო კილაძე image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025021009514786669.jpg)
ჟურნალისტი, ელისო კილაძე "პოსტ ტვ"-ის აწ უკვე ყოფილ ჟურნალისტთან, ლიზა გეგეჭკორთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:
"იმდენად ფსკერია ლიზა გეგეჭკორი (მზიას ფეიკ ფოტოს ავტორი), რომ პოსტ ტვ -დან გააგდეს!
ვინ არ იცის, გეტყვით რომ გამოუსწორებელი ლოთია და საკუთარმა დედამ გამოუწერა შემაკავებელი ორდერი შვილთან!
ანტი ჩაიდანს შეაფარა თავი ამ ![????](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t44/1/16/1f4a9.png)
![????](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t44/1/16/1f4a9.png)
ლისა გეგეჩკორმა დიდი ხნის წინ დამბლოკა, გუშინ შევიხედე მის კედელზე მეგობრის პროფილით, გაგიკვირდებათ და …შემეცოდა!
მიტოვებული, დაბოღმილი, არარეალიზებული, დედობის უფლება ჩამორთმეული ქალი, იგესლება, აფრქვევს ბოღმას და ბოროტებას, პროფილზე ერთი გაღიმებული და ბედნიერი ფოტო არ უდევს, არც შვილის სურათი, მხოლოდ ბოროტებას ასხივებს.მისნაირი თუნგები იკმაყოფილებენ იქვე ბოროტ ეგოს!
ასეთმა რატომ უნდა იცოდეს მზია ამაღლობელის შიმშილობის ფასი?!
P.s.ისეთი წუწია, პოსტვისაც უტყდება მასთან ასოცირება
"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გეგეჭკორმა მზია ამაღლობელის დაფოტოშოპებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკაშია გადაყვანილი. მზია ამაღლობელი უკვე 26 დღეა შიმშილობს, რის გამოც ის კვლევებისთვის „ვივამედში“ 4 თებერვალს იქნა გადაყვანილი.