x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ახალგაზრდობის "ელექსირი" ჩვენს ორგანიზმშია... – მისი დონის გაზრდის უმარტივესი ხერხები

ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნება, კანის დაბერების შეჩერება და საერთოდ, ორგანიზმის გაახალგაზრდავება — ნებისმიერი ქალის (და არა მარტო ქალის) ოცნებაა. სამწუხაროდ, დრო არ ჩერდება. ჩვენ არ შეგვიძლია სიბერის შეუქცევადი პროცესის შეჩერება, მაგრამ შეგვიძლია მისი შენელება!

ბევრს არ გავაგრძელებთ და პირდაპირ ვიტყვით, რომ ახალგაზრდობის საიდუმლო წყაროჰორმონი მელატონინია, რომელიც ყოველი ჩვენგანის ორგანიზმშია. დროთა განმავლობაში, ჩვენი მავნე ჩვევების, თუ გარემო ფაქტორების გამო (არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე საკვები, მოწევა, ჭუჭყიანი გარემო პირობები...), მისი რაოდენობა მცირდება, რაც ორგანიზმის დაბერებას იწვევს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ მელატონინს შეუძლია, ადამიანისთვის ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივება 10–15 წლით.


image


მელატონინი — ეპიფიზში გამომუშავდება და ის ადამიანის დღეღამური რითმის მარეგულირებელი ჰორმონია. მისი ძირითადი რაოდენობის გამომუშავება, ძილის დროს, ერთი და იგივე დროის მონაკვეთში – 23:00-დან – 3 საათამდე შუალედში ხდება.

საშუალო ასაკის გადალახვის შემდეგ, ადამიანს სხვადასხვა სახის ქრონიკული, თუ არა ქრონიკული დაავადება და ტკივილები უჩნდება. ყოველივე ამის მიზეზი — მელატონინის უკმარისობაა.


ახლა კი, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მელატონინის გამომუშავების გაუმჯობესება?


I. უნიჭიერესი მსახიობი და შეუდარებელი სილამაზის სოფი ლორენი არ იღლება იმის გამეორებით, რომ სილამაზის მთავარი საიდუმლო, ჯანმრთელ ძილშია. ის ყოველთვის საღამოს 9 -ზე იძინებს და დილის 6 საათზე იღვიძებს.


image


მის რჩევას მეცნიერული საფუძველი ნამდვილად აქვს: მელატონინის დონის ზრდას 21:00 საათიდან იწყება და თავის პიკს ღამის 2:00 სთ-ზე აღწევს.

მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ადრე წვება ადამიანი დასაძინებლად, ის მელატონინის წყალობით, მით უფრო მეტად ლამაზდება და ახალგაზრდავდება. ღრმა ძილის ფაზაში, ორგანიზმის ყველა რესურსის განახლება, უჯრედების დონეზე ხდება!

II. ძილის გარდა, ამ ჰორმონის გამომუშავებაზე, გავლენას საკვებიც ახდენს. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: რძე, ზღვის პროდუქტები, ქათმის ხორცი, თევზი, ღვიძლი, კვერცხი, ხაჭო, შვრია, გამომცხვარი კარტოფილი, ბოსტნეული, მიწის თხილი (არაქისი), ნუში, გოგრის თესლი, ფინიკი და ბანანი.

III. ძალიან მნიშვნელოვანია, საღამოს საათებში, ყოველგვარი სტრესული სიტუაციისთვის თავის არიდება. გახსოვდეთ, რომ ნერვული სისტემა სრულ სიმშვიდეში უნდა იყოს, რადგან სტრესი და დაძაბულობა, ჰორმონის გამომუშავებას აფერხებს.


image


IV. მელატონინის გამომუშავებას ასევე ხეს უშლის, ძილის წინ, მუქი ჩაის, ან ყავის მირთმევა. მსგავსი ეფექტი აქვს ზოგიერთ მედიკამენტსაც. ამიტომ, წამლის მიღების წინ, ყოველთვის გაეცანით ინსტრუქციას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უძილობა გაწუხებთ!

ძილის წინ, შეგიძლიათ დალიოთ მცენარეული ჩაი, დამამშვიდებელი ეფექტით.

V. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის ჰიგიენასაც. საძინებელი კარგად უნდა იყოს განიავებული. და ასევე, ძილის წინ, არ შეიძლება სმარტფონით სიახლეების ნახვა.


image


VI. მელატონინის მიღება წამლის სახითაც არის შესაძლებელი. მისი წარმოება სინთეტიკური გზით ხდება, აბის, ან კაფსულის სახით. მაგრამ, არანაირი თვითმკურნალობა! ამ წამლის მიღება და დოზირება, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება!!!

VII. ახალგაზრდობის ჰორმონის გამომუშავება იზრდება ვარჯიშის შემდეგაც. მაგრამ ეს რომ მოხდეს, მინიმუმ 1 საათიანი ფიზიკური დატვირთვა არის საჭირო – რეგულარული და ზომიერი — აი, რა არის საჭირო ორგანიზმში ჰორმონის დონის ასამაღლებლად!



image


VIII. ყავის და მუქი ჩაის გარდა, ჰორმონის გამომუშავებაზე უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლის შემცველი სასმელი, ცხიმიანი საკვები და მოწევა! განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი.


თუ ორგანიზმში მელატონინი საჭირო რაოდენობით არის, ის: ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს სისხლის წნევას, ორგანიზმის დაცვის რესურსების მობილიზებას ახდენს და ადამიანს ქრონიკული დაავადების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს (მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების შესახებაც)!

მელატონინი — ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია, ამასთან, ნატურალური!


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი "ღმერთები" ნიბირუდან და კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლო

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 22 (25 ფოტო)

* ის, რომ, იაპონიის კაპიტულაცია, ატომურ დაბომბვას უკავშირდება – მხოლოდ მითია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
227
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0