ფოტოგრაფია XX საუკუნე ცნობილი მწერლის ჯეკ ლონდონის ობიექტივში 10 თებერვალი, 21:50 უმეტესობას ჯეკ ლონდონის სახელის გაგონებისას ახსენდება, რომ ის იყო პოპულარული ამერიკელი მწერალი, დაახლოებით 50 წიგნის ავტორი, მათ შორის ბავშვობიდან ფავორიტი წიგნების, როგორიცაა „წინაპართა ძახილი“ და „თეთრი ეშვი“. სხვებს შესაძლოა გაახსენდეთ, რომ ის იყო მოგზაური და საზოგადო მოღვაწე.
![]() თუმცა, თითქმის არავინ იცის, რომ ჯეკ ლონდონი იყო ძალიან პროდუქტიული ფოტოგრაფი. ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 12 ათასი ფოტო გადაიღო: უესტ-ენდის (ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილი) უსახლკაროების ცხოვრების გამჭოლი კადრები, რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველი კადრები, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის კუნძულების აბორიგენების პორტრეტები და სან-ფრანცისკოში საშინელი მიწისძვრის შემდეგ გადაღებული ფოტოები. ჯეკ ლონდონმა თავის ნამუშევრებში აჩვენა აღქმის ძალა და გააშიშვლა ადამიანისადმი თანაგრძნობის, პატივისცემის და სიყვარულის გრძნობა. 2010 წლამდე მწერლის ფოტოების უმეტესობა გამოუქვეყნებელი რჩებოდა, სანამ არ გამოიცა ფოტოწიგნი 200 კადრით. მისი ავტორები არიან ჯინ კემპბელ რიზმანი, სარა ეს ჰოდსონი და ფილიპ ადამი. ჯეკ ლონდონი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როდესაც პირველად გამოიყენეს ფოტოგრაფია ახალი ამბების გაშუქების საშუალებად. ლონდონმა დააფიქსირა ისტორიული მომენტები იმ დროში მცხოვრები ადამიანების სახეებსა და სხეულებში. ცნობილი უაითჩეპელის კვარტლის მაცხოვრებლები. აქ ჩადენილ მკვლელობებს ჯეკ მფატრავს მიაწერენ ![]() მამაკაცებს ტემპის სანაპიროზე სძინავთ. ლონდონი, 1902 წ. ![]() უსახლკარო ქალებს სპიტალფილდსის პარკში სძინავთ. ლონდონი, 1902 წ. ![]() ლონდონში, კვირა დილით, ბილეთების მქონე მამაკაცები რიგში დგანან საქველმოქმედო ორგანიზაციიდან „ხსნის არმია“ უფასო საუზმის მისაღებად. 1902 წ. ![]() პოლიციელი გაზეთის Truth რედაქციასთან ჩაძინებულ მამაკაცს ამოწმებს. ლონდონი, 1902 წ. ![]() ჯეკ ლონდონს იაპონელი სამხედროები აკავებენ კორეაში, 1904 წ. ![]() სანტა-როზაში ზარალის შეფასება მიწისძვრის შემდეგ. კალიფორნია, 1906 წ. ![]() მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქუჩა სან-ფრანცისკოში, 1906 წ. ![]() სან-ფრანცისკო მიწისძვრის შემდეგ, 1906 წ. ![]() სან-ფრანცისკო, 1906 წ. ![]() მარკიზის კუნძულების არქიპელაგების უმსხვილესი კუნძულის ნუკუ-ჰივას აბორიგენები, 1907 წ. ![]() კორეელი ლტოლვილების პატარა ოჯახი იაპონურ ჯარს ემალება. კორეა, 1904 წ. ![]() გემის S.S. Siberia მგზავრები იაპონიაში მიცურავენ, 1904 წ. ![]() ამერიკელი მოგზაური და რეჟისორი მარტინ ჯონსონი სოლომონის კუნძულების მცხოვრებთან პოზირებს. ჯონსონი იყო ჯეკ ლონდონის გემის „Snark“ ეკიპაჟის წევრი. ლონდონი ამ გემით წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მოგზაურობდა. გუადალკანალი, 1908 წ. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: ჟან დანიელ ლორე - მოდის ფოტოგრაფიის კლასიკოსი, ვისზეც ვარსკვლავები გიჟდებიან 70-იანი წლების კლასიკური ჰოლივუდის ხატები ფოტოგრაფ სტივ შაპიროს ობიექტივში იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომელიც იმდროინდელ ატმოსფეროს გადმოგვცემს ველური დასავლეთი და ცხელი სამხრეთი დევიდ იაროუს ფოტოებში წარსული, რომელიც არასოდეს დაბრუნდება: მე-20 საუკუნის ნიუ-იორკის 15 ფოტო 451 1-ს მოსწონს |