სხვა მამაკაცი უსახლკაროებისთვის პატარა სახლებს აგებს 10 თებერვალი, 18:42 ![]() 47 წლის ელვის სამერსმა, კალიფორნიიდან, თავისი ცხოვრება მიუძღვნა პატარა სახლების აშენებას, რათა ხალხს დაეხმაროს, ქუჩაში აღარ ეძინოთ. ერთი პროექტის დასრულებას ის ორიოდე კვირას ანდომებს, ხოლო თითოეული სახლის ღირებულება 7000-დან 15000 დოლარამდე მერყეობს. "დაფინანსება მთლიანად შემოწირულობებიდან მოდის"- განაცხადა სამერსმა. ელვისმა თავისი პროექტი 2015 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც შეხვდა უსახლკარო ქალს, სახელად სმოკის, რომელიც მისი სახლის წინ ქუჩაში ათევდა ღამეს. მამაკაცმა გადაწყვიტა მისთვის პატარა თავშესაფარი აეშენებინა, რომელიც მხოლოდ 500 დოლარი დაუჯდა, მან დაინახა, თ რამხელა სხვაობა მოახდინა ქალის ცხოვრებაში ამ სიკეთემ და გადაწყვიტა განეგრძო პატარა სახლების მშენებლობა. დღეს მან უკვე ასობით ასეთი სახლი ააგო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() "გაჭირვებულთა რიცხვი წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. მილიონობით დოლარი და დიდი გუნდიც რომ მყავდეს, ჩვენ მაინც ვერ აუვალთ ამ საქმეს", - ამბობს ელვისი. ![]() 56 3-ს მოსწონს
|