x
მეტი
  • 14.02.2025
  • სტატია:140199
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513162
ქალი, რომელიც უკონტროლო ორგაზმებს განიცდის, იშვიათი დაავადება, PGAD-ი დაუდგინეს
image

36 წლის ემილი მაკმაჰონი, დიდი ბრიტანეთიდან, ცხრა წელია იშვიათი დაავადებით - გენიტალური აგზნების მუდმივი აშლილობით იტანჯება, რაც იწვევს უკონტროლო ორგაზმებს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი.მის პრობლემაზე წერს გამოცემა Mirror-ი.


პირველი სიმპტომები 2014 წელს გამოაჩნდა, როდესაც მაკმაჰონს საზარდულის არეში წვის შეგრძნება დაეწყო ტკივილის თანხლებით, რომელიც იწვევდა დღეში ხუთჯერ უკონტროლო ორგაზმს. თავდაპირველად ექიმები ეჭვობდნენ კისტაზე, მაგრამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა ნერვის დაზიანება, რომელიც პასუხისმგებელია სექსუალურ აღგზნებაზე. დაავადება სახელად PGAD ვლინდება აგზნების უეცარი შეტევის და ჭარბი სეკრეციის დროს, რაც იწვევს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. "როდესაც ეს ხდება ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჩემი შარვალი სველდება და ხალხი უკმაყოფილო სახით მიყურებს, თითქოსდა შეკავება შემეძლოს", - თქვა ემილიმ.

image


ავადმყოფობის გამო ქალს ეშინია სექსის, რადგან ეს მტანჯველ ტკივილთან არის დაკავშირებული. თუმცა, ის უკვე ორი წელია დისტანციურ ურთიერთობაშია 38 წლის მამაკაცთან, სახელად ენდრიუსთან, რომელიც მხარს უჭერს მას და იზიარებს მის მდგომარეობას. თუმცა, მაკმაჰონის თქმით, მის ახლობლებს ბოლომდე არ ესმით მისი მდგომარეობის სიმძიმე, რის გამოც პრობლემა უბრალო და არაეფექტურ რჩევებამდე დაყავთ.


მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთი გზა ოპერაციის გზით დაზიანებული ნერვის მოცილებაა, მაგრამ ასეთი პროცედურები მხოლოდ შეერთებულ შტატებში ტარდება, მაგრამ მაკმაჰონს ჯერჯერობით არ შეუძლია იქ ჩასვლა. ”მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ - თავი დავაღწიო ამ ტკივილს და აღარ ვიგრძნო თავი განდევნილივით” - აღიარა მან.

0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0