x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რანაირად უნდა იკადრო ასეთი უტიფარი ტყუილი, ეს რა საზიზღრობაა?!"- რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მწერალ, თეონა დოლენჯაშვილის ბრალდების პასუხად სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც თან ურთავს თავის 28 იანვრით დათარიღებული სტატუსის სქრინსა და "ტვ აჭარის" ეთერში სტუმრობის იმ ვიდეო ფრაგმენტს, სადაც ის მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კარგია რომ არსებობს არქივი, რაც აღნიშნული პოსტის ადრესატს ტყუილის თქმის საშუალებას არ აძლევს:



"გთხოვთ ნახოთ მეგობრებო და არა მეგობრებო !!!


ეს ვიდეოა-ტვ აჭარის ეთერი მზია ამაღლობელის მხარდაჭერით დავიწყე, ხოლო მეორე ფოტო, ჯერ კიდევ 28 იანვარს გაკეთებული დათარიღებული ( აწერია რიცხვი) ჩემი ერთ-ერთი სტატუსია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად.


ა ბატონო . რა კარგია ეს არქივი რომ არსებობს, რადგან ხაზარაძის კორსორციუმის უტიფარ- “ლიტერატურულ კურტიზანს” ვინმე თეონა დოლენჯაშვილს ტყუილის საშუალებას არ აძლევს: “აჭარის ეთერში და არსად მზია ამაღლობელზე სიტყვა არ უთქვამს ჩარკვიანსო ”????რანაირად უნდა იკადრო ასეთი უტიფარი ტყუილი ადამიანმა, ეს რა საზიზღრობაა?!


აი ასეთი ტყუილით ცხოვრობენ და “მოღვაწეობენ” ეს წარმოუდგენლად უტიფარი და “სიბინძურეს” მიჩვეული და ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი 90-იანების “მევახშეები” და მისი “ზოგიერთი “ფსევდო “ არარაობა” ამა სოფლისა. ჰოდა ამდენი სიცრუით ანგრევენ მუდამ პროცესს, ამას ხედავს ხალხი იბნევა ამდენ სიცრუეში და ამიტომაც ამ ყველაფრით ხეირობს ეს “ოცნების” მტარვალი და რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება!!!!"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


image


ზემოაღნიშნული ვიდეოს ნახვის მსურველები კი გადადით ქვემოთ მითითებულ ლინკზე.


https://www.facebook.com/100004701842041/videos/pcb.2880430735456960/2001675066995251








0
161
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
161