საზოგადოება
"postv-ის უნამუსო ჟურნალოსტებს ფოტომონტაჟი გაუვრცელებიათ"- რას წერს მერაბ მეტრეველი
გუშინ, 10:39
!["postv-ის უნამუსო ჟურნალოსტებს
ფოტომონტაჟი გაუვრცელებიათ"- რას წერს
მერაბ მეტრეველი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025021010220586669.jpg)
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "პოსტ ტვ"-ის აწ უკვე ყოფილი ჟურნალისტის, ლიზა გეგეჭკორის მიერ მზია ამაღლობელის დაფოტოშოპებული ფოტოს გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოშიმშილე პატიმარი ქალის დაცინვის გამო ყველას სახედაკარგულ, პროპაგანდის ჭანჭიკს უწოდებს:
"ხელისიფლებას და მის პროპაგანდის ჭანჭიკებს ადამინობა და ადამიანის სახე იმდენად დაკარგული აქვთ, რომ მოშიმშულე პატიმარ ქალს დასცინიან.
ეს ამბავი ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაწეყო, როდესაც მზია ამაღლობელს "მიშა ორი" უწოდა. ახლა postv-ის უნამუსო ჟურნალოსტებს გაუგრძელებიათ იგივე და რაღაც ფოტომონტაჟი გაუვრცელებიათ.
არადა, მიუხედავად იმისა, რომ მზია უკვე თითქმის ერთი თვეა შიმშილობს და ექიმები აცხადრბენ, რომ მისი მდგომარეობა შეიძლება ყოვლე წუთს დამძიმდეს, მაინც ითხოვს კლინიკიდან საპატიმროში დაბრუნებას, პირველივე დღიდან იმას კი არ ცდილობს ხალხს თავი შეაცოდოს, არამედ ყველას იქეთ ამშვიდებს, კარგად ვარო.
მზია პატიმრობაშიც და შიმშილობაშიც ღირსეულია, თქვენ კი ბატონის წინაშე მხოხავი ჯოჯოები ხართ, ვისაც მონობამ ადამიანობა საბოლოოდ დაგაკარვინათ."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გეგეჭკორმა მზია ამაღლობელის დაფოტოშოპებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკაშია გადაყვანილი. მზია ამაღლობელი უკვე 26 დღეა შიმშილობს, რის გამოც ის კვლევებისთვის „ვივამედში“ 4 თებერვალს იქნა გადაყვანილი.