საზოგადოებრივი უძველესი :"ღმერთები" ნიბირუდან და კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლო 11 თებერვალი, 12:49 ![]() უძველესი შუმერული მითების თანახმად, ანუნაკები — «ზეციდან ჩამოსული» არსებები იყვნენ. მათი წარმოშობა და დედამიწაზე მისიის მიზეზი, საიდუმლოდ რჩება. მაგრამ, ზოგიერთი თეორიის და ზაქარია სიტჩინის ნაშრომების მიხედვით, ისინი სავარაუდოდ, პლანეტა ნიბირუდან ჩამოვიდნე. ხოლო, ანუნაკის მიზანი, მათი მომაკვდავი პლანეტისთვის, ოქროს — სასიცოცხლო რესურსის მოპოვება იყო. 1. ნიბირუდან — დედამიწაზე: ხსნის ძიება ![]() ისტორია, დაახლოებით, 450 ათასი წლის წინ, პლანეტა ნიბირუზე იწყება, რომელიც ატმოსფერული ეროზიის გამო, კატასტროფის ზღვარზე იყო. ანუს (ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) მიერ დამხობილი, ნიბირუს მმართველი ალაუ (ალალუ), თავშესაფრის ძიებისას, დედამიწაზე ჩამოვიდა. აქ მან ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინა და ნიბირუს ატმოსფეროს აღსადგენად (ატმოსფერო ოქროს იონებით უნდა გაემდიდრებინათ), მისი მოპოვება გადაწყვიტა. 2. ანუნაკის ჩამოსვლა დედამიწაზე: პირველი ნაბიჯები ![]() შუმერული ტექსტების მიხედვით, თავდაპირველად, სპარსეთის ყურის, ან არაბეთის ზღვის სანაპიროზე, ანუნაკების 50 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. ხოლო, ექსპედიციას, ნიბირუს მმართველის ანუს («ღვთიური») შვილი – ენქი (ეა) («ის, ვისი სახლიც წყალია») ხელმძღვანელობდა, რომელიც საუკეთესო მეცნიერი და დედამიწაზე ქ. ერიდუს დამაარსებელ იყო. თუმცა, საჭირო რაოდენობის ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად, დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო და ჩვენს პლანეტაზე კიდევ 600 კოლონისტი ჩამოვიდა. მათ შორის, ენლილი («უზენაესი მმართველი»), ნიბირუს მმართველის მეორე ვაჟი და ენკის ძმა. მათი მისია წარმატებული აღმოჩნდა და ანუნაკის ცივილიზაცია დედამიწაზე გაფართოვდა. მაგრამ, ოქროზე მოთხოვნაც გაიზარდა და ახალი საბადოების დამუშავება გახდა საჭირო. 3. გენეტიკური ექსპერიმენტები და ადამიანის შექმნა ![]() როდესაც სამხრეთ აფრიკაში, ოქროს მოპოვება გართულდა, ანუნაკიებმა გენეტიკური ექსპერიმენტების ჩატარება ჰომინიდებზე დაიწყეს, კერძოდ, Homo erectus–ებზე. შედეგად, ახალი სახეობა — Homo sapiens–ი შეიქმნა. შუმერული ლეგენდის მიხედვით, ენქი დედამიწაზე უკვე არსებული «ქმნილება» — ჰომინიდი იპოვა და მისთვის «ადამიანის გარეგნობის მიენიჭება» გადაწყვიტა. ამის შემდეგ, სათათბიროდ შეკრებილი ღმერთები, პროექტის რეალიზებას დათანხმდნენ და ენკის თხოვნით, მას დამხმარედ, სამედიცინო სამსახურის უფროსი ნინმაჰი (იგივე ნინჰურსაგი) გამოუყვეს. შუმერულ მითოლოგაში და მესოპოტამიის სხვა ტექსტებში, ადამიანის შექმნის პროცესი დეტალურად არის აღწერილი — ექსპერიმენტის სრულყოფილების ცდები და შეცდომები. შედეგი კი ასეთი იყო: როდესაც ენქი და ნინმაჰმა სასურველი შედეგი მიიღეს, ადამიანის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის, ნინმაჰს ნინ.ტის («ქალბატონი სიცოცხლე») წოდება მიენიჭა. «ბიტ შიმტის» («Bit Shimti» – «სახლი, სადაც ციცოცხლის ქარი შთაიბერება») ლაბორატორიაში ახალგაზრდა ანუნაკის «არსი» ჰომინიდის კვერცხუჯრედს შეუერიეს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა ერთ-ერთი ანუნაკი ქალის საშვილოსნოში მოხდა. დაძაბული მოლოდინის შემდეგ, ქვეყანას ადამიანის «მოდელი» მოევლინა. ნინმაჰმა ახალშობილი აიყვანა, მაღლა ასწია და აღფრთოვანებულმა დაიძახა: «ეს მე შევქმენი, ჩემმა ხელებმა შექმნეს!» (ჩვენს ეპოქაში, პირველი ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერებით, – ე. წ. «სინჯარის ბავშვი», 1978 წ. ბრიტანეთში დაიბადა, რედ.) 4. ანუნაკისა და ადამიანების შერევა: "ღმერთების" ისტორიის დასაწყისი ![]() დროთა განმავლობაში, ანუნაკებმა კაცობრიობასთან ახლო ურთიერთობა დაიწყეს. შედეგად, ღმერთები და ნახევარღმერთები და მათთთან დაკავშირებული ისტორიები გაჩნდა, რომლებიც შემდგომში, მსოფლიო ხალხების მითებსა და რელიგიებში აისახა. 5. დიდი წარღვნა: მზადება კატასტროფისთვის ![]() დაახლოებით, 13 ათასი წლის წინ, ენლილმა, ნიბირუს დედამიწის სიახლოვეს მოსალოდნელი ჩავლის გამო, კატასტროფული მოვლენა იწინასწარმეტყველა. მაგრამ, ეს კაცობრიობას დაუმალა. ენქი კი, პირიქით, დახმარება გადაწყვიტა და ზიუსუდრას (ნოეს შუმერული სახელი) კიდობნის აშენების განკარგულება მისცა. წარღვნას, დანარჩენი ანუნაკები, დედამიწის ორბიტიდან აკვირდებოდნენ. დასკვნა. ანუნაკის მემკვიდრეობა და უძველესი ცივილიზაციის შექმნა წარღვნის შემდეგ, ანუნაკებმა კაცობრიობა აღადგინეს, გადასცეს მათ ცოდნა და ტექნოლოგიები, რამაც შუამდინარეთში უძველესი ქალაქების ჩასახვას შეუწყო ხელი. რაც შეეხება თავად ანუნაკებს, ომებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებამ, მათი დაკნინება გამოიწვია და იძულებულები გახადა, ბოლო ცენტრი — ეგვიპტე დაეტოვებინათ. თუმცა, მათი გავლენა, ბოლომდე არ გამქრალა. ღმერთების შესახებ მითები და ლეგენდები, ხალხში ცხოვრებას აგრძელებენ და კაცობრიობაზე ახდენენ გავლენას. ასე, რომ, ანუნაკები იყვნენ უძველესი უცხოპლანეტელები, რომლებმაც კაცობრიობა შექმნეს და მსოფლიო ხალხების კულტურასა და რელიგიებში, ღრმა კვალი დატოვეს. ![]() არხის სხვა სიახლეები:* ის, რომ, იაპონიის კაპიტულაცია, ატომურ დაბომბვას უკავშირდება – მხოლოდ მითია* უცნაური ფაქტები, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოხდა* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 6 (30 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები243 2-ს მოსწონს
|