საზოგადოება რას ამბობდა სესილია თაყაიშვილი სანდრო ჟორჟოლიანზე გუშინ, 18:16 ![]() “ყოველი ჩვენი გამოსვლა ესტრადაზე — ჩხუბით იწყებოდა და ჩხუბითვე მთავრდებოდა. სანდროს ეჩვენებოდა, რომ მე უფრო სასაცილო სიტყვები მქონდა ტექსტის მიხედვით, ვიდრე მას და ამაზე ამიხირდებოდა. მეც არაფერს ვუთმობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ “ნერვებაშლილ მდგომარეობაში " მაინც ვახერხებდით, რომ დღეში ზოგჯერ ხუთი კონცერტი ჩაგვეტარებინა. ![]() მე არ შემხვედრია ასეთი პოპულარული მსახიობი, როგორიც სანდრო იყო — მისი გამოჩენა და გაუჩინარება ყოველთვის ტაშის გრიალში მიმდინარეობდა.
რაც არ უნდა “დაგვეჭამა" ერთმანეთი, სანდრო ჟორჟოლიანის გვერდით ყოფნა, სცენაზე იქნებოდა ეს, ფილმში, თუ ესტრადაზე — შინაგან ძალასა და რწმენას მმატებდა, იმიტომ, რომ ის დიდი მსახიობი იყო". სესილია თაყაიშვილი. 136 1-ს მოსწონს
|