მსოფლიო რა ვიცით მასკის ხარჯების შემცირების მისიის შესახებ დღეს, 13:26 ახლადშექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვამელობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, დგას მრავალი ყველაზე რადიკალური მცდელობის უკან აშშ-ს მთავრობის გადაკეთების მიზნით დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. ელონ მასკი, რომელსაც ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სთხოვა, ხელმძღვანელობს მცდელობებს, ხელი შეუშალოს ფედერალური გადახდის სისტემას, დაშალოს დახმარების სააგენტო და შესთავაზოს მილიონობით ფედერალურ მუშაკს ულტიმატუმი - დატოვოს ან სამსახურიდან გაათავისუფლოს. ცნობილი, როგორც “დოგი" - როგორც ჩანს თვალისმომჭრელი მინიშნება მასკის რჩეულ კრიპტოვალუტაზე, “დოგქოინ", - ხარჯების შემცირების ინიციატივა პირველად გამოაცხადა ტრამპმა ნოემბერში გამარჯვების სმდეგ. “ეს გახდება ჩვენი დროის “მანჰეტენის პროექტი", - წერს ტრამპი თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე და გულისხმობს მეორე მსოფლიო ომის საიდუმლო პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ “დოგის" მიზნებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუშაობა დაიწყო და უკვე მოაქვს ყოვლისმომცველი ცვლილებები, ბევრი რამ გაურკვეველია, თუ როგორ ფუნქციონირებს “დოგი", და რა ფედერალურ პროგრამებს მიმართავს იგი შემდეგში. აი, რა ვიცით ახლადშექმნილ სააგენტოზე. ეს სააგენტო არ არის სამთავრობო უწყება. დოგს თავდაპირველად ხელმძღვანელობდნენ მასკი და ვივეკ რამასვამი, ფინანსისტი, რომელიც იყრიდა კენჭს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, მაგრამ მოგვიანებით, უარი თაქვა და ახლა ოჰაიოს გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს. მიუხედავად იმისა, რომ დოგს აქვს სიტყვა “დეპარტამენტი" თავის სახელში, ის არ არის ოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტი - ორგანოს ტიპი, რომელიც უნდა შეიქმნას კონგრესის აქტით და როგორც წესი, დასაქმებულია ათასობით თანამშრომელი. “დოგი", როგორც ჩანს, მოქმედებს რპგორც საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც მართავს ტრამპის ერთერთი უახლოესი მოკავშირე ელონ მასკი. 1 1-ს არ მოსწონს
|