საქართველო
"ისეთი სახით მორბოდა ტრასაზე, ვიფიქრე მშიერი ავი ძაღლი მოსდევს" – ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
3 თებერვალი, 18:02
!["ისეთი სახით მორბოდა ტრასაზე, ვიფიქრე
მშიერი ავი ძაღლი მოსდევს" – ვისზე
საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025020318013386669.jpg)
"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"გვარამია გუშინ ისეთი სახით მორბოდა ტრასაზე, ვიფიქრე მშიერი ავი ძაღლი მოსდევს.
მერე დავინახე მთავარის კამერა.
დაცვასთან ერთად, ძაღლივით დასდევს მთავარის რეპორტიორი და კამერა.
ძაან საცოდავი, რეპორტიორის დამამცირებელი სანახაობაა.
რა ბედნიერებაა რომ ტაბულას ჟურნალისტები აქციებზე მეცნობიან – აღარ ვიცნობ ახლებს."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.