x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ადამიანის პენისს "დიდ მომავალს" უწინასწარმეტყველებენ
image

ექსპერტები მომავალში მამაკაცის სასქესო ორგანოს საშუალო სიგრძის ზრდას ვარაუდობენ. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.


სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პენისების საშუალო სიგრძე საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 1992 წლიდან 2021 წლამდე ეს მაჩვენებელი 12, 2 სანტიმეტრიდან 15, 24 სანტიმეტრამდე გაიზარდა. თუ ასე გაგრძელდა, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის პენისის საშუალო სიგრძე 21, 6 სანტიმეტრი იქნება. „ასეთი სწრაფი ცვლილებები იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება ჩვენს სხეულში“, - თქვა კვლევის თანაავტორმა მაიკლ ეიზენბერგმა.


სტენფორდის მეცნიერები პენისის დაგრძელებას უკავშირებენ გარე ფაქტორებს, როგორიცაა უმოძრაო ცხოვრების წესი და გარემოს დაბინძურება. საბოლოო ჯამში, ამ ტენდენციამ შეიძლება განსაკუთრებით გაართულოს დიდი პენისის მქონე ადამიანებში რეპროდუქცია. ეს თავის მხრივ გამოიწვევს გამრავლებისთვის პატარა პენისის მქონე მამაკაცების ბუნებრივ შერჩევას.



ფიზიკური ანთროპოლოგიის პროფესორი საიმონ ანდერდაუნი ეჭვობს, რომ ადამიანის პენისი მნიშვნელოვნ ევოლუციას განიცდის მომდევნო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. მისი აზრით, ამ სფეროში ცვლილებების უმეტესობა ევოლუციური კი არ იქნება, არამედ ადამიანის ხელით შექმნილი. მას მიაჩნია, რომ მალე შესაძლებელი გახდება პენისების მოდიფიკაცია გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ იყოს საკმარისი მოთხოვნილება


კანადელი ბიოეთიკოსი ჯორჯ დვორსკი თვლის, რომ ასეთი ცვლილებები არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სიგრძით. ის იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება მამაკაცის სასქესო ორგანოში ღილაკის დაყენება, რომელიც შეაფერხებს სპერმის გამოდინებას. ასეთი მოწყობილობა შეიძლება გახდეს იდეალური კონტრაცეფცია.


0
264
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0