საზოგადოება „ხვდებით, რამხელა ფსონები ჰქონდათ დადებული საქართველოს დესტაბილიზაციაზე“ - ხათუნა ხოფერია 3 თებერვალი, 11:37
.
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია მიიჩნევს, რომ ევროპამ საქართველოსგან უნდა ისწავლოს პოლიტიკური ბრძოლის ღირსეული და დემოკრატიული წესები. ხოფერია ასევე ფიქრობს, რომ დიდი ფსონი დაიდო საქართველოში დესტაბილიზაციისთვის და როცა ამას იაზრებს, მადლობელია ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა.
.
ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. . ხვდებით, ჩემო მეგობრებო, რამხელა ფსონები ჰქონდათ დადებული საქართველოს დესტაბილიზაციაზე, საქართველოს ხელისუფლების დამხობაზე და, როგორც სალომე დელეგიტიმურმა თქვა - საქართველოს გამოყენებაზე “სათამაშო მოედნად.”
.
როდესაც ასეთი მდაბიო, იდიოტური მოწოდებები კეთდება აგონიაში მყოფი უცხოელი პოლიტიკოსებისგან, ფიქრდები და ხვდები, თუ რა წნეხს, შანტაჟს, მუქარას გაუძლო საქართველოს ხელისუფლებამ! თუ როგორი ოსტატობით, სიდინჯით, გონიერებით გაიარა სამართებლის პირზე!
დიდხან გრძელდებოდა პროცესი, რომელსაც ეროვნულ იდეამდე უნდა მივეყვანეთ!
.
დიახ, ხანგრძლივი და მტკივნეული აღმოჩნდა “ შუა გაკრეფილია”-ს ეტაპები. გაუგებარი და შეურაცხმყოფელი იყო კოჰაბიტაციის ფაქტები. უფრო მეტად მტკივნეულს ხდიდა სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას ღრმა დაშიფრვის აგენტების იძულებითი დანიშვნები მინისტრებად, პრემიერმინისტრებად, პრეზიდენტებად!
მაგრამ…
ჩვენ ეს შევძელით!!!
ჩვენ ეს უმტკივნეულიდ გავიარეთ!
.
ბატონო ბიძინა, მადლობა თქვენ, ჩემი სამშობლოს ღირსეულად გადარჩენისთვის!
ჩვენ ვაჩვენებთ მსიფლიოს, თუ რა არის ნამდვილი დემოკრატია!-(ზუსტ ციტირებას ვერ ვაკეთებ, ამიტომ, ბრჭყალებში არ ვსვამ ამ სიტყვებს) ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა!
.
ასეა…
დღეს, საქართველოს ბრძოლა სუვერენიტეტის დაცვისთვის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის და რაც მთავარია - ერივნული იდეის ხორცშესხმისთვის, მიმდინარეობს ნაღდი დემოკრატიული სრანდარტებით, უსისხლოდ, ღირსების დაცვით, კანონების დაცვით!… ანუ… ადამიანურად!
ეს შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ!
ეს პირობა შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა!
.
ევროპას აქვს შანსი ისწავლოს საქართველისგან პოლიტიკური ბრძოლის გონივრული, ღირსეული, დემოკრატიული მეთოდები!
ლორა თორნტონი?!…
И тебя вылечат! --- წერს ხათუნა ხოფერია.
.
408 2-ს მოსწონს
|