x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პაატა ყანჩელი: ...ყველაზე მოქნეული ხელი მე მომხვდეს ,ტომ სოიერში ჩარჩენილ პუტინის მონას..
image
გოგონა რომლის მამა 2009-ში წიხლქვეშ გაიგდეს, იმიტომ რომ მიტინგიდან გამოქცეულ ბავშვებს გამოექომაგა და არსად ხმა არ ამოუღია (სოც. ქსელები მაშინაც იყო) დღეს მამას ეუბნება, რომ თუ ის მიტინგზე არ დგას ე.ი მოსწონს ბავშვების ცემა და წაქცეულზე სპეცრაზმელის შედგომა.
ადამიანი, რომლის ძმა 2011-ში იმიტომ გაუშვეს სამსახურიდან, (ოცნებამ აღადგინა) რომ მათი მამა ოცნების ოფისთან ნაცნობს ელაპარაკებოდა და რომლის ცოლის მამას დასაჭერად დასდევდნენ, ბაბუა პროკურატურაში ჩაკეტეს და ნაკვეთები აახიეს წყნეთში (დღეს ყოფილი მოსკოველი გენერლის ძმიშვილის შვილები დარბიან და არა ამ “გარუსებასთან “ მებრძოლის შვილები) და არასდროს არსად არ გაუპროტესტებია, (სოციალური ქსელენი მაშინაც იყო ). დღეს ამტკიცებს ყველგან რომ არჩევნები იმ მოძალადეებმა მოიგეს და თუ არ ეთანხმები მონა ხარ.
ოცნების დანიშნული ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინის ვადაგასულ მოძალადე, კორუმპირებულ პრეზიდენტს ( ხვალ რომ უკრაინელები ყვერებით დაკიდებენ) უწონებს სანქციებს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და მე რომელიც კბილებით ვიცავდი ყველგან მეუბნება, რომ ვარ მონა თუ არ ვაღიარებ, რომ არჩევნები იმათ მოიგეს, ვინც ადრე მას აგენტს, ძუკნას ეძახდა და ოჯახს უგინებდა.
ყოფილი კომკავშირელი თაღლითი, რომელიც კომკავშირიდან მრიცხავდა ლენინური პრინციპების დარღვევის გამო და რომლის(არამარტო მისი) გამოც კგბ დამდევდა, საგიჟეში 2 ჯერ ვიწექი, რომ ავღანეთში არ გავეშვი და ბოლოს ყამირზე რუსეთში მაინც გამიშვეს, რომ ინსტიტუტიდან არ გავერიცხე, მიმტკიცებს, რომ მე ვარ მონა, თუ მის პარტიას გამარჯვებულად არ ჩავთვლი.
და ეს ხალხი, ყოფილი მოძალადეები, მათი ოჯახის წევრები, მილიონერი არასამთავრობოები, ყოფილი ბიძინამადიდებლები. ვინც ერთმანეთს ვერ იტანს, აგენტს ეძახდა და დასაჭერად დასდევდა ერთმანეთს, ვინც გუშინ ამტკიცებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, მათზე ევროპულად აყოლილებთან ერთად დღეს მე მეუბნება, რომ გაყალბდა და თუ არ ვაღიარებ მოღალატე და პუწინის დამქაში ვარ.
და ყველა ერთად ამტკიცებდა რომ:
1 პანდემისაას - ვაქცინები არ შემოაქვთ, რომ დავიხოცოთო
2. მცხეთაში ბავშვი მთავრობამ მოკლაო
3. საგურამოში გოგო მოკლა, რომელმაც გუგლში საიდუმლო დოკუმენტები იპოვაო
4. ბაობაბები შემოაქვს და გზებს და ღობეებს ანგერვსო
5. ბიძინა ვნახეთ აბასთუმანის ტყეს წვავდაო. თითონ ხალხო. ასანთით ხელში.
6. კანაფი დათესა კახეთში რომ ახალგაზრდობა დაწამლოსო. (ადრე ლეგალიზაციაზე იბრდღვნიდნენ) სურათები აფრიალეს, ლერწმის მგონი.
7. პუტინს რაკეტები და ტანკები არა აქვსო,
8. პუწინი საერთოდ არ არებობს, ორეულიაო(მანამდე ამბობდნენ მიშას წამლავს და ტანჯავსო)
9. უკრაინა იგებსო და დროა აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთო( თან ჯარში წასვლა არავის უნდა)
10. გნიდა ზელენსკის (უჯრაინელები რომ მალე დაკიდებენ) არაუკრაინული მთავრობას ვინც აკრიტიკებს პუწინისტიაო.
11. პუტინს ეხმარება მთავრობა იარაღითო
12. აქედან წაღებული სარეცხის მანქანებიდან ამოღებული ჩიპებიანი რაკეტებით ბომბავს უკრაინას პუწინიო(რაკეტა კინჟალში აღმოჩენილ 70 ევროპულ-ამერიკულ ნაწილებზე ჩუმად არიან)
13. სანქციების ავლაში ეხმარება საქართველოო( ამერიკულმა კომისიამ 1 ფაქტი ვერ ნახა)
14. მეწყერის დროს კალაძემ წინასწარ იცოდაო და მარტო თავისი შვილები გააფრთხილაო
15. მეწყერის დროს ვერტმფრენები იმიტომ არ იყო, რომ ბიძინა ავღანეთიდან ოპიუმს ზიდავსო( მოფახფახებული ვერტმფრენი ღამით რამდენიმე ქვეყანას ჩუმად კვეთს და არ იციან)
16. ტრამპი პუწინმა აარჩევინაო, კენედი იყიდა და მასკი კიდე ცნობილი პუწინისტიაო
17. ზელენსკი საქართველოს კი არ დასცინოდა... ეგო შოუ იყო ასეთიო
18. ზელენსკის ოფისის ერთმანეთზე კორუმპირებული, მოძალადე ირიბად თუ პირდაპირ პუტინზე მომუშავე ადმინისტრაცია პატრიოტებია არიან და ქართველი სპორტსმენები მონებიო
19. ხალხი ვინც ლგბტ-ს წინააღმდეგ კანონს აანონსებდა“ საარჩევნოდ მეუბნება რომ ვარ მოძალადე, თუ მათი პარადის წინააღმდეგი ვარ რუსთაველზე.
20. “კრიტიკული ტელევიზიები” რომლებიც ქართველი ჯარისკაცებისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით აღებული ხელფასით არსებობს, ერთი სიმართლე არ უთქვიათ და სულ ძველ ხელისუფლებას აპრავებს, მეუბნება რომ 1 არხზეც მათი ხმა უნდა იყოს და თუ ეს არ მომწონს მოღალატე ვარ.
21. ოჯახი რომელიც 30 წელია რუსეთში ცხოვრობს, შვილმა იქ ისწავლა და რუსი ქმარი ყავს მეუბნება, რომ თუ არ მჯერა რომ რუსი ტურისტები, პუწინს დასაბომბად აქ კედლებზე ნიშნებს უდებენ სამიზნესათვის პუტინისტი ვარ
22. ბიჭი რომელიც ადამიანს წვავდა, რომელმაც მამა ტრაკში დაჭრა და მერე ის მამა ლაივში ქართველებს ძაღლებს ეძახის, გმირია და თუ არ ვაღიარებ ქვეყნის მტერი ვარ.
23. თუ არ მომწონს ეკლესიის ლანძღვა, განურჩევლად ყველასი, პერსონაჟი, რომელიც პატრიარქვს ფეხებზე კოცნიდა, დღეს მეუბნება, რომ მეც უნდა ვლანძღო, თუ არა და მოღალატე ვარ.
137. იდიტე ვი ნახუი “გამარჯვებულო ოპოზიციავ” - გინდა რუსკი კარაბლთან, გინდა ზელენსკის ჩალაგებულ ჩემოდანთან ერთად.
მარტოც რომ დავრჩე დავიცავ ჩემს ხმას და ყველა ჩემი, თან ყველა კარგ, ლამაზ, ნიჭიერ, პატრიოტს მაგიდაზე უდევთ ფამუქის წიგნი. ყველას შემოვევლე, ყველაზე მოქნეული ხელი მე მომხვდეს, ტომ სოიერში ჩარჩენილ პუტინის მონას და მოღალატეს" სამოქალაქო აქტივისტი პაატა ყანჩელი
0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...