საზოგადოება სოფიკო ჭიაურელის წერილი მამასთან 31 იანვარი, 13:37 “საყვარელო მამიკო! მე კარგად ვარ. დედა მოსკოვში მოდის და მე ვიყიდე ხილი. ჩემი ფულით კი არა, არამედ დედას ვურჩიე ამისთანა ყურძნის და სხვა ხილის ყიდვა. დედამ, შენ რომ ფული მომეცი, წამართვა და აღარ მაძლევს. მამა, დედას გამოატანე ტელეფონის წიგნი...
„მოძღვარი" ვნახე, რომელზედაც გავსკდი ტირილით. „მაყვალაუუუ" „შენ მოკალი მაყვალა" და სხვა. აქაც რა საკვირველია მთავარი და კარგი როლი ჰქონდა დედაჩემს..
სხვა რა გითხრა, ჩემი სწავლის საქმეები კარგად მიდის. მამა, ტელეფონის წიგნი არ დაგავიწყდეს. მოსაწერი არაფერი მაქვს. გკოცნი ბევრს.." /შენი სოფიკო/
219 შეფასება არ არის
|