x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ტრამპმა ცუკერბერგი 25 მილიონი დოლარით დააჯარიმა

image
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Meta*-თან ხელი მოაწერა მორიგების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კომპანია მას დაახლოებით 25 მილიონ დოლარს გადაუხდის, იუწყება CNN.



ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ თანხიდან 22 მილიონი ტრამპის მომავალი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდში გადაირიცხება, დანარჩენი კი ადვოკატებისა და სხვა მოსარჩელეების ჰონორარს მოხმარდება.



შეთანხმება მას შემდეგ დასრულდა, რაც ცუკერბერგი ცდილობდა „შეეცვალა თავისი დამოკიდებულება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ბიზნესმენმა ერთი მილიონი დოლარი შესწირა ტრამპის ინაუგურაციას, რომელსაც შემდეგ დაესწრო.



ცუკერბერგმა ასევე შეამსუბუქა კონტენტის მოდერაციის ახალი წესები Facebook*, Instagram* და Threads*-ზე, ასევე, შეწყვიტა პარტნიორობა გარე ფაქტების შემმოწმებელ ჯგუფებთან და განბლოკა ტრამპის აქაუნთები.

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0