x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ველურ ბუნებაში გაშვებული მგელი 2 წლის შემდეგ პატრონს დაუბრუნდა(ვიდეო)
image

ჩეჩნეთში, ტყეში გაშვებულმა მგელმა 2 წლის შემდეგ თავად იპოვა პატრონი.


ჩეჩნეთში მგელი დაუბრუნდა მამაკაცს, რომელმაც ის გაზარდა და ველურ ბუნებაში გაუშვა ორი წლის წინ. ამის შესახებ Mash Gor წერს.


ჩეჩენი ჰასანი უკვე დიდი ხანია ჩართულია გარეული ცხოველების, კერძოდ მგლების რეაბილიტაციაში.


რამდენიმე წლის წინ ოსეთიდან დაობლებული მგლის ლეკვი ჩამოიყვანეს. ვინაიდან ძუ მგელის გარეშე ის ვერ გადარჩებოდა, ჰასანმა წაიყვანა და გაზარდა. მგლის ლეკვი გაიზარდა და გადაიქცა დიდ, ჯანმრთელ მგლად.


კაცმა გადაწყვიტა, რომ ასეთ ცხოველს სჭირდებოდა ველურ ბუნებაში ცხოვრება - ის იპოვიდა მგლების ხროვას და შეიძლება გამხდარიყო მისი ლიდერიც.


2023 წელს ჰასანმა მგელი მთებში წაიყვანა და სამუდამოდ დაემშვიდობა მას. თუმცა, გათავისუფლებულმა ცხოველმა როგორც ჩანს არ ისურვა პატრონთან განშორება.


მგელმა ორი წელი იხეტიალა და 2025 წლის იანვარში მან იპოვა სახლის გზა და ჰასანს დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში მტაცებელი არ გაველურდა. ის კვლავ ეალერსება ადამიანებს და ბავშვებთა ჩვეულებრივი ძაღლივით თამაშობს.

ვიდეო იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0