x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტალინის დროს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური პროექტები
image


აშენა მეტალურგიული ქალაქი რუსთავი;


შეიქმნა ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა, რომელიც თავისი მოცულობითა და ხარჯთაღრიცხვით უტოლდება რკინიგზის გაყვანას ბაქოდან ფოთამდე თავისი წიფის გვირაბითა და ინფრასტრუქტურით;

დაიგეგმა თბილისის მეტროპოლიტენი;


დამშვენდა ფუნიკულიორი.

აშენდა ულამაზესი ‘’სტალინური’’ სასახლეები;

ბაღნარად აქცია მტკვრის სანაპიროები;

უსწრაფესად აღდგა დამწვარი რუსთაველის თეატრი, რომლის მოსახატად ოქრო საკავშირო რეზერვებიდან იქნა მოხსნილი;

ომის დაწყების დღესვე თბილისში გახსნა რიგით მესამე მეცნიერებათა აკადემია;

შეიქმნა თბილისელებისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილი - თბილისის ზღვა.



ომის შემდეგ სტალინის გარდაცვალებამდე (1945-1953 წლები) საქართველოში აშენებული წამყვანი საწარმოების სია: სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხანა, ქიმიური და ცემენტის ქარხნები რუსთავში, ელამავალმშენებელი ქარხანა თბილისში, საავტომობილო ქარხანა ქუთაისში, ბამბეულის მძლავრი კომბინატი და ზუსტი ხელსაწყოების ქარხანა გორში, გამამდიდრებელი ფაბრიკები ჭიათურასა და გორში, ქვანახშირის, მარგანეცის, ტყვია-თუთიისა და ბარიტის ახალი შახტები და მაღაროები ტყიბულში, ტყვარჩელში, გელათში, ახალციხეში, ჭიათურაში, კვაისაში, ირში; ქარხნები ‘’ელექტროავტომატი’’, ‘’ელექტროგამშვები’’, ‘’მიკროძრავა’’ და ‘’გაზაპარატი’’, ჰიდრომეტეოროლოგიური ხელსაწყოების, ლითონის სახერხი დაზგებისა და ტექნიკური ქვის ქარხნები თბილისში. გემთმშენებელი, ჩაის მრეწველობის ფაბრიკა, მანქანათმშენებელი და ელექტრომექანიკური ქარხნები ბათუმში, მიწის დამამუშავებელი მანქანებისა და ექსკავატორების ქარხანა ფოთში, 1962 წლიდან ქარხნის პროდუქცია 23 ქვეყანაში იგზავნებოდა, ქარხანა ‘’ემალსადენი’’ და ელექტროვიბრატორების ქარხანა სტალინირში, საშახტო მოწყობილობებისა და ელექტრომექანიკური ქარხნები ქუთაისში, კაბელების ქარხანა ზესტაფონში, ხრამის პირველი, სოხუმის, ჭითახევის, ტყიბულის, შაორის, გუმათის, ლაჯანურის მძლავრი ჰიდროელექტროსადგურები, ჩაის ფაბრიკები, ღვინის, საკონსერვო, ეთერზეთების, ზეთსახდელი, ყველისა და რძის ქარხნები და სხვ.


სტალინურ ეპოქაში ვაწარმოებდით: თუჯს, ფოლადს, ნაგლინს, მილებს, კოქსს, მაგისტრალურ ელმავლებს, ურთულეს ლითონსაჭრელ ჩარხებს, ექსკავატორებს, ავტომანქანებს, ტრაქტორებს, მინერალურ სასუქებს და სხვ.



იმხანად თუჯის წარმოების მხრივ გავუსწარით მთელ რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე თუჯისა და ფოლადის წარმოებით იტალიას, იაპონიას, ინდოეთსა და თურქეთს. საქართველო აწარმოებდა მეტ ფოლადს, ვიდრე შვეიცარია და თურქეთი ერთად. საქართველოს მიერ ექსპორტირებული საქონლის ვრცელ სიაში იყო: ურთულესი მანქანები, უნივერსალური ჩარხები, ლითონი, მილები და ფეროშენადნობები, მეტალურგიული ხელსაწყოები, მარმარილო, ცემენტი, ანდეზიტი, სამედიცინო პრეპარატები, ღვინო, კონიაკი, ჩაი, კონსერვები, მაკარონი, მურაბები, მინერალური წყლები, მარგანეცი, თამბაქო, ხილი და სხვ.




საქართველოს პროდუქცია წარდგენილი იყო 16 საერთაშორისო ბაზრობასა და გამოფენაზე.


სტალინის უშუალო მითითებითა და ინიციატივით: ფართოდ გაიშალა სამელიორაციო სამუშაოები, სარწყავმა არხებმა დასერა მთელი საქართველო. აშენდა: კულაშ-ღანირის, ლაში-მისაქციელის, რიონი-მაშველის, წილკნის, დოეს-გრაკლის, თეზი-ოკამის, აჯამეთის, ტირიფონის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის, სამგორისა და სხვა სარწყავი სისტემები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამსახურში ჩააყენეს 330.000 ჰექტარი მაღალპროდუქტიული მიწა, 220.000 ჰექტარი კი ჭაობს გამოსტაცეს.


სტალინის მითითებითა და ინიციატივით: საქართველოს ტერიტორიაზე გაიყვანეს ნატანებ-მახარაძის, ცხაკაია-სოხუმ-ადლერის, გორი-სტალინირისა და ბროწეულა-გუმბრინის სარკინიგზო ხაზები, დაიგო ფართოლიანდაგიანი ხაზი ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე. 1932 წელს ზესტაფონი-ხაშურის ხაზის ელექტრიფიკაციით დაიწყო სრულიად საბჭოთა კავშირის რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია.


თუ იმდროინდელ საბჭოთა კავშირის რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია 2%-ს არ აღემატებოდა, საქართველოში 78% იყო.



1953 წელს სამეცნიერო სისტემებში გაერთიანებული იყო 145 საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტი.


საქართველოში არსებობდა 20-ზე მეტი სახალხო თეატრი და 2100-ზე მეტი თვითმოქმედი კოლექტივი, რომელიც აერთიანებდა 46.000-მდე კაცს.


საქართველოს კურორტებზე მოქმედებდა 87 სანატორიუმი, 36 დასასვენებელი სახლი და 13 პანსიონატი.



დიმიტრი ვოლკოგონოვი:


„მავანი სტალინის მაძაგებელი სტალინის ამ სქემას თაღლითურს უწოდებს და სურს, დაამტკიცოს, რომ საბჭოთა ბელადი შიშველ ენთუზიაზმზე ამუშავებდა მილიონობით ადამიანს, რაც რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ენთუზიაზმი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და ის სულაც არ ყოფილა შიშველი. პირიქით, სულიერ ასპექტში ენთუზიასტმა იცოდა, რომ მისი შრომა ქვეყანას წაადგებოდა. მატერიალურ ასპექტში კი ის საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდა და იღებდა კიდეც. მართალია, ალექსი სტახანოვივით ყველა გმირი ვერ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც ყველა დიდი დატვირთვით მუშაობდა, იქმნებოდა საერთო-სახალხო დოვლათი და ეს დოვლათი ხალხზე ნაწილდებოდა როგორც ფულით, ასევე საცხოვრებლისა და სხვა მატერიალური კეთილდღეობის სახით. ასე რომ, სოციალისტური, განსაკუთრებით კი სტალინური ეკონომიკა სულაც არ ყოფილა უტოპია და ძირითადად, ის ხალხზე იყო გათვლილი. კაპიტალისტურისგან განსხვავებით კი, ეს ეკონომიკა თანაბრად ნაწილდებოდა და კაპიტალისტურზე ბევრად უფრო სამართლიანი იყო.“


სხვათა შორის, თანამედროვე იაპონელი ეკონომისტიები ერთსულოვნად და ხაზგასმით აღნიშნავენ სტალინური ეკონომიკის უდიდეს უპირატესობას კაპიტალისტურ ეკონომიკაზე ქვეყნისთვის სასარგებლო ასპექტში.



დოქტორი აკირო კანაზავა წერდა:


„სტალინური სოციალისტური ეკონომიკა სუპერსწრაფმზარდი იყო და როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თავისუფალი კაპიტალისტური ეკონომიკა 2-3 პროცენტით იზრდებოდა, საბჭოთა ეკონომიკის ზრდა 25 პროცენტს შეადგენდა. ძაღლის თავიც აქაა დამარხული. ძლიერი სახელმწიფოს ზრდის საიდუმლოც, სწორედ, ესაა და სტალინის სიკვდილის შემდეგ რომ ასეთი ეკონომიკური სქემები არ დაერღვიათ, საბჭოთა ეკონომიკის ზრდა უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწევდა...“


სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დიდი საბჭოთა ეკონომიკა, რომელიც სტალინისა და მისი გუნდის უდიდესი საქმის ცოდნითა და თავდადებით 30 წლის განმავლობაში მტკიცდებოდა, ხრუშჩოვმა 5 წელიწადში გაანადგურა. ყველაფ

0
370
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0