x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ს წინააღმდეგ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ ომი წამოიწყოს
image

ლათინური ამერიკის სახელმწიფოები შეიძლება გაერთიანდნენ და დაიწყონ ომი შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამის შესახებ გადამდგარმა ამერიკელმა დაზვერვის ოფიცერმა სკოტ რიტერმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.


იგი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას კოლუმბიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რადგან ბოგოტამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა.



„თქვენ აღმოჩნდებით ნამდვილ ომში, რომელიც გააერთიანებს კოლუმბიას, ვენესუელას, პანამას, კუბას და მექსიკას შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, - წერს ის.



რიტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა ასეთ კონფლიქტს ვერ გაუმკლავდება. მან დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს კრიტიკულად არ გააჩნია სამხედრო რესურსები, რათა სხვა ქვეყნების მიმართ თავისი მოთხოვნები ძალის გამოყენებით გაამყაროს.


როგორც ცნობილია, კოლუმბიამ უკან გააბრუნა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლებმაც აშშ-დან, კერძოდ კალიფორნიიდან დეპორტირებული მიგრანტები ჩაიყვანა ბოგოტაში, თითოეულ თვითმფრინავში დაახლოებით 80 ადამიანი იჯდა.


კოლუმბიამ არ მიიღო მიგრანტები და უკან გააბრუნა, ამის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა კოლუმბიიდან შემოსულ საქონელზე ტარიფების გაზრდა, ჯერ 25%-ით, ერთი კვირის შემდეგ კი პირობა დადო, რომ ტარიფებს 50%-მდე გაზრდის.ასევე კოლუმბიელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0