საქართველო
"ყველანაირი მარში გამიგია, მაგრამ .............."- რას წერს გია ხუხაშვილი
27 იანვარი, 10:01
!["ყველანაირი მარში გამიგია, მაგრამ
.............."- რას წერს გია ხუხაშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202501/2025012710002586669.jpg)
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი რამდენიმე დღის წინ, გადახდის აპარატებში საპროტესტო ხმების გაჟღერებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ყველანაირი მარში გამიგია, მაგრამ ავტობუსების სალარო აპარატების მარში პირველად ვნახე…"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები მოულოდნელად "ალაპარაკდნენ". უწყვეტი პროტესტის მესიჯებად ქცეული ფრაზები ავტობუსში 5 საათის მანძილზე ისმოდა.
თავიდან, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა - გაოცებული მოქალაქეები მოლაპარაკე აპარატების ვიდეოებს აქვეყნებდნენ. საპროტესტო მესიჯების გასაჩერებლად აპარატების გათიშვა გახდა საჭირო. შედეგად - საჯარო ტრანსპორტის მგზავრები ფულს ვეღარ იხდიდნენ და უფასოდ მგზავრობდნენ.
მომხდარი მერიამ თავიდანვე კიბერთავდასხმად შეაფასა. შს სამინისტრომაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას“ გულისხმობს.