საზოგადოებრივი რამდენი და რომელი ენები იცოდა სტალინმა? 28 იანვარი, 12:32 სტალინს უმაღლესი განათლება არ მიუღია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თვითგანათლებაზე მუდმივად მუშაობდა და დღეს არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იმ სამეცნიერო ცოდნის მიხედვით, რომელსაც ის ფლობდა, ჯერ კიდევ, 1920 წელს, ფილოსოფიის დოქტორი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მან არაერთი ენაც იცოდა. იმით დავიწყოთ, რომ კითხვა ძალიან უყვარდა და ქართულ ენაში იმხელა ლექსიკური მარაგი ჰქონდა, რომ ახალგაზრდობაში, საბავშვო ლექსებსაც კი წერდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე, რუსეთში, რუსულ გარემოცვაში ცხოვრობდა, ენა არ დავიწყებია და ქართული აქცენტიც კი შეინარჩუნა.
სემინარიაში სტალინმა ფრანგული ენის საფუძვლებიც შეისწავლა და 1905-1912 წწ. სხვადასხვა ბოლშევიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც ხშირად სტუმრობდა. მათ შორის, საფრანგეთში და შვეიცარიაში იყო. ის ადგილობრივებთან უპრობლემოდ ურთიერთობდა და იქაურ გაზეთებსაც კითხულობდა. ახალგაზრდობაში სტალინი გერმანულსაც სწავლობდა. სავარაუდოდ, ამ ენის შესწავლა მან, ჯერ კიდევ გორში დაიწყო. ხოლო შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ის ამ ენას იმდენად კარგად ფლობდა, რომ მარქსის და ენგელსის შრომებს ორიგინალში კითხულობდა.
ინგლისური შესწავლა კი, "ხალხის მამამ", უკვე ზრდასრულ ასაკში დაიწყო. 20–იანი წლების ბოლოს, მან გააცნობიერა რა, ანგლო-საქსური ენის სწრაფად მზარდი მნიშვნელობა, ამ ენის შესწავლა გადაწყვიტა. მან ლონდონიდან თვითშესწავლის სახელმძღვანელო გამოიწერა და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ჩანაფიქრი წარმატებით შეასრულა...
მოკლედ რომ ვთქვათ, საბჭოთა ბელადი ენებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა და ნამდვილი პოლიგლოტი იყო! არხის სხვა სიახლეები:* დიდი სფინქსის "უმცროსი ძმები"* არტეფაქტები წარსულიდან, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს* წონაში დაკლება მხოლოდ თითის მასაჟით, დიეტის და ვარჯიშის გარეშე* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები565 3-ს მოსწონს
|