საზოგადოებრივი "ვერტმფრენის" იეროგლიფების საიდუმლო ამოხსნილია გუშინ, 8:30 როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტის ქ. აბიდოსში, სეთი I სახელგანთქმული ტაძრის კედლებზე უცნაური იეროგლიფები აღმოაჩინეს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს რელიეფებია, რომლებიც თანამედროვე, ან თუნდაც, არამიწიერ გადაადგილების საშუალებებს ასახავს, იმაზე მიუთითებს, რომ ეგვიპტეს 3000–ზე მეტი წლის წინ, უძველესი ასტრონავტები ეწვივნენ. ეს ცნობილი "ვერტმფრენის იეროგლიფებია" – სწორედ ასე ჰქვია რელიეფის ამ ნაწილს წმინდა ქალაქი აბიდოსი, რომელიც ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილია, რომელიც დაახლოებით, 8 კვ. კმ. ფართობს მოიცავს. ის თავდაპირველად, დინასტიამდელი ელიტის ნეკროპოლისი იყო. ხოლო შემდეგ, 1-ლი და მე-2 დინასტიების დროს, ფარაონების განსასვენებელი გახდა. აბიდოსის მთავარი ღმერთი ოსირისი იყო – ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში, ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. მისი სახელობის ტაძრის მშენებლობაში, არაერთმა ფარაონმა შეიტანა წვლილი. მათ შორის, აღსანიშნავია სეთი I (ის ეგვიპტეს ძვ. წ. აღრ. 1290–1279 წწ. მართავდა) და მის დიდებული ტაძარი. აბიდოსის ტაძარი ფსევდომეცნიერულ წრეებში, იეროგლიფები "უადგილო არტეფაქტებად" განიმარტება, რომელიც ვერტმფრენს და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვა ნიმუშებს ასახავს. გარდა ამისა, მათივე აზრით, აღნიშნული იეროგლიფები, წარსულში მომხდარ, არამიწიერი კონტაქტების მტკიცებულებად განიხილება. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, "ვერტმფრენის" და სხვა "სატრანსპორტო საშუალებების" გამოსახულება, კედლის მეორადი გამოყენების შედეგია. ორიგინალური კვეთა, სეთი I მმართველობის დროს იყო გაკეთებული და როგორც – "ის, ვინც ცხრა მშვილდს ებრძვის" ითარგმნება... ძველ ეგვიპტეში წარწერების გადაკეთება, ერთ ტექსტზე, მეორეს გადაწერა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხოლო, ერთსა და იმავე ზედაპირზე, განმეორებით ჩაწერის პროცესს, – პალიმფსესტი ეწოდება. როდესაც ხელისუფლებაში ახალი ფარაონი მოვიდოდა, მას შეეძლო, საკუთარი სახელი, წინამორბედების საზელზე გადაეწერა... და მსგავსი პროცესი აბიდოსში, სეთი I ტაძარშიც მიმდინარეობდა. მოგვიანებით, რამსეს II მმართველობის დროს (ძვ. წ. აღრ. 1279–1213 წწ.), კედელი გალესეს და წარწერები ახლიდან ამოკვეთეს. "ის, ვინც ეგვიპტეს იცავს და უცხო ქვეყნებს ანადგურებს" – ასეთი წარწერა ამშვენებდა ტაძრის კედელს, ახალი ფარაონის განკარგულებით. დროთა განმავლობაში, თაბაშირი ჩამოიშალა და ქვედა წარწერა ნაწილობრივ გამოჩნდა. ხოლო, ძველი და ახალი იეროგლიფების "შერწყმით", – იმ დროის რეალობისთვის, მეტად შეუფერებელი გამოსახულებები მივიღეთ. მოკლედ, ეს "საიდუმლოც" ამოიხსნა... თუმცა, ვინ იცის? იქნებ ეს მხოლოდ ვერსიაა, რომელიც აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლებს უნდათ რომ დავიჯეროთ?! არხის სხვა სიახლეები:* ქალს საოჯახო რელიკვიის გაყიდვა უნდოდა... და აღმოჩნდა, რომ ის არამიწიერი წარმოშობის იყო* შვრიის სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები (ორგანიზმის გაწმენდა მარტივად)* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 7 (25 ფოტო)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?357 2-ს მოსწონს
|