x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დედა რა იყო ეს ა?? ვინ უნდა დაიჭიროთ ახლა, აბა რას მოიგონებთ"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი", თაკო ჩარკვიანი გადახდის აპარატებში საპროტესტო ხმების გაჟღერებას "ფეისბუქის "პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"აი ამას ჰქვია “დაბომბვა” ????????????ეს რა დღეში ჩავარდით “ხელისუფლებავ” .


დედა რა იყო ეს ა??


ვინ უნდა დაიჭიროთ ახლა, აბა რას მოიგონებთ “მომაკვდინებლად სასაცილოს” რითი გააკვირვებთ მსოფლიოს? ა ბ ა ჰე ????????


ე ბიჭო აბაზანაც გადაამოწმეთ, "კაბინეტებშიც", სახლშიც, მანდაც რაიმე ხმა ხომ არ ისმის, აპარატების არ იყოს, ონკანიდანაც ხომ არ ისმის?! რა იცით, რა ხდება თქვენს მიერ ჩამონგრეულ სახელმწიფოში?!"-წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსნებთ, რომ თბილისის ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები, 24 იანვარს, დილის 10 საათისთვის, მოულოდნელად "ალაპარაკდნენ". უწყვეტი პროტესტის მესიჯებად ქცეული ფრაზები ავტობუსში 5 საათის მანძილზე ისმოდა.


თავიდან, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა - გაოცებული მოქალაქეები მოლაპარაკე აპარატების ვიდეოებს აქვეყნებდნენ. საპროტესტო მესიჯების გასაჩერებლად აპარატების გათიშვა გახდა საჭირო. შედეგად - საჯარო ტრანსპორტის მგზავრები ფულს ვეღარ იხდიდნენ და უფასოდ მგზავრობდნენ.


მომხდარი მერიამ თავიდანვე კიბერთავდასხმად შეაფასა. შს სამინისტრომაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას“ გულისხმობს.





0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228